გოგონა სელფის გადაღებისას ცოცხლად დაიწვა

გოგონა სელფის გადაღებისას ცოცხლად დაიწვა

საშინელი ტრაგედია დატრიალდა რუმინეთში, რომლის მიზეზიც უწყინარი სელფი გახდა. 18 წლის გოგონა ცოცხლად დაიწვა მაშინ, როდესაც ცდილობდა ეფექტური სელფი გადაეღო.

ანა ურსი თავის 17 წლის მეგობართან ერთად რკინიგზის სადგურისკენ გაემართა, რათა მატარებელზე ამძვრალიყო და იდეალური ფოტო გადაეღო. სახურავზე ასულს ელექტროგაყვანილობაში გაეჭედა ფეხი. შედეგად, ცეცხლი წაეკიდა და სახურავიდან ძირს გადმოაგდო.

ამ დროს, სიახლოვეს მამაკაცმა ჩაიარა, რომელმაც დაინახა მომხდარი და მისაშველებლად მიირბინა. ის ეცადა მალევე დახმარებოდა გოგონას და ცეცხლი ჩაექრო, სანამ სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მოვიდოდნენ. თუმცა ამან ვერ უშველა გოგონას, ის საავადმყოფოში 50%-ზე მეტი სხეულის დამწვრობით გარდაიცვალა. მისი მეგობარიც მოხვდა საავადმყოფოში, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს