"იურმალას" სულ ბლატით ვიგებთ და ეგებ "ევროვიზია" მოვიგოთ სუბლატით - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები ნინას გამოსვლას ევროვიზიაზე

"იურმალას" სულ ბლატით ვიგებთ და ეგებ "ევროვიზია" მოვიგოთ სუბლატით - როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები ნინას გამოსვლას ევროვიზიაზე

19 მაისს ვენაში ევროვიზიის ფესტივალის პირველი ნახევარფინალი გაიმართა. ქართველმა კონკურსანტმა ნინა სუბლატმა ტური წარმატებით გაიარა და საუკეთესოთა ათეულში მოხვდა. სუბლატი მსმენელის წინაშე ბოლო, მე-16 ნომრად წარდგა, სიმღერით Warrior. გთავაზობთ ნინა სუბლატის გამოსვლასთან დაკავშირებულ ფეისბუქ-გამოხმაურებებს:

მაია დარსმელიძე - ამ გოგოს "ამბიციურობით" უკმაყოფილოებს მინდა შევახსენო ერთი რამ:

ისეთებს გაქვთ ამბიციები და წარმოდგენა თქვენს თავზე, და იმხელა "კარონებით" დადიხართ, რომ იქნებ დროა, ეხლა მაინც "დაატოლოთ" მიღწევები, ზოგადად მონაცემები და ამის მერე იქნებ რამენაირად აპატიოთ, რომ დარწმუნებულია ეს გოგო საკუთარ თავში და ზუსტად იცის რა უნდა.

ამ მცირეოდენი "ანალიზის" შემდეგ კი, დაგრუზვის მაგივრად ვუსურვოთ წარმატება, რომელსაც უდაოდ იმსახურებს.

ნანუკა ჟორჟოლიანი - წარმატებები მაგარ გოგოს!

ეკა ხოფერია - სუბლატუნა

ნუცა ბუზალაძე - GOOO NINA! ზუსტად ვიცი, რამხელა წარმატებებს მოუტან ჩვენს ქვეყანას! მოუთმენლად ველოდები შენს გამოსვლას და ზუსტად ვიცი, რომ ფინალშიც გახვალ და თუ პოლიტიკა არ იმოქმედებს, გაიმარჯვებ კიდეც! აბა შენ იცი, წარმატებები.

ლიზა ყენია - ბრავო ნინა!

კობა სუბელიანი - ნინა სუბლატი ( სულაბერიძე ) ფინალში

გილოცავთ

ნიკა ქავთარაძე - "იურმალას" სულ ბლატით ვიგებთ და ეგებ "ევროვიზია" მოვიგოთ სუბლატით

მარკუს მეტრეველი - NINA SUBLATTI !!! Super performance

პირველად ვამაყობ !!! საუკეთესო იყო, ბრავო

დიანა ტრაპაიძე - ნინა სუბლატი სუპერ

გოგა ხაჩიძე - დაურეკეთ, ვინც საქართველოს გარეთ ცხოვრობთ.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი 21 მაისს, ფინალი კი 23 მაისს გაიმართება. ფინალურ საღამოზე 2015 წლის ევროფესტივალის გამარჯვებული გამოვლინდება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს