19 მაისს ვენაში ევროვიზიის ფესტივალის პირველი ნახევარფინალი გაიმართა. ქართველმა კონკურსანტმა ნინა სუბლატმა ტური წარმატებით გაიარა და საუკეთესოთა ათეულში მოხვდა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "ფეისბუქზე" ნინას გამოსვლას ეხმაურება:
"ძაან მაგარი გოგო. მეამაყება და მიხარია, რომ პირველად რ2ზე გაიბრწყინა. პირველად და არა უკანასკნელად. ამას აღარაფერი გააჩერებს და დიდ სიმაღლეებს მიაღწევს. შეიძლება ყველაზე მაღალსაც, რაც აქამდე რომელიმე ქართველ მუსიკოსს მიუღწევია", - წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალი 21 მაისს, ფინალი კი 23 მაისს გაიმართება, სადაც 2015 წლის ევროფესტივალის გამარჯვებული გამოვლინდება.