სასტიკად ნაცემი ხანუმ ჯეირანოვას შვილების ჩვენება - დედას ქუჩაში ცემდნენ, ფეხებით ურტყამდნენ

სასტიკად ნაცემი ხანუმ ჯეირანოვას შვილების ჩვენება - დედას ქუჩაში ცემდნენ, ფეხებით ურტყამდნენ

იხილეთ ასევე: შეურაცხყოფილი ქალის თვითმკვლელობა და გამწარებული ქმარი, რომელიც სამართალის ძებნამ ციხის კარამდე მიიყვანა

"მე და ჩემი ძმა სკოლიდან მოვდიოდით. დავინახე, რომ მაღაზიის წინ დედას ცემდნენ. ჩემი ძმა მივიდა. იქ დიდი ამბავი მომხდარაო. ძმამაც მითხრა, დედას ცემენო. აივაზი, აფკანი, ტელმანი, ნოვრუზი, ელჩინა იყვნენ და კიდევ ერთი ბიჭი, რომელსაც ვერ ვიცნობ. ფეხებით და ხელებით ურტყამდნენ. მერე თავში ჩაარტყეს და გონება დაკარგა", - ამბობს ხანუმ ჯეირანოვას შვილი, 9 წლის გოგონა. საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ორი შვილის დედამ, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ თავი 2014 წლის 18 სექტემბერს მოიკლა.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა იმ მოტივით, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა. გამოძიებას არც გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზა ჩაუტარებია და არც თვითმხილველები დაუკითხავს. გამოძიება ორი კვირის მერე განახლდა, მას შემდეგ, რაც ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმეზე მედიაში ინფორმაცია გავრცელდა.

პროკურატურას არ დაუკითხავს ხანუმ ჯეირანოვას 12 წლის შვილი, რომელიც ინციდენტის დროს სკოლიდან ბრუნდებოდა და დედაზე ძალადობის ფაქტის თვითმხილველი გახდა.

"ჩემი ამხანაგი მოვიდა და მითხრა, დედაშენს ცემენო. რომ გავიქეცი, ვნახე რომ ელჩინამ გაარტყა, მანქანაზე დაჯდა და წავიდა. მერე დედაჩემი რომ მოვიდა, ტელმანა შემოჰყვა. ტელმანა რომ შემოვიდა, კისერთან გაკაწრული იყო. ასე ვუქენითო, ნოვრუზამ თქვა, ხელს ხელზე არტყამდა", - აღნიშნავს 12 წლის ბიჭი.

გარდაცვლილის მამის, ზახიდ ჯეირანოვის თქმით, მისი შვილი თვითმკვლელობამდე მეუღლის ნათესავებმა მიიყვანეს. მათ მას სასტიკად ცემეს იმ მიზეზით, რომ თითქოს ქმარს ღალატობდა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა