ქუთაისში 3 მცირეწლოვანი ბავშვის დედა დახმარებას ითხოვს

ქუთაისში 3 მცირეწლოვანი ბავშვის დედა დახმარებას ითხოვს

ქუთაისში 3 მცირეწლოვანი ბავშვის დედა დახმარებას ითხოვს. მეორე წელია ქრისტინე თოფურია შვილებთან ერთად ავტოქარხანაში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხში ცხოვრობს. ფართი, რომელშიც თოფურიები ცხოვრობენ, ოჯახს მერიამ გამოუყო, თუმცა შენობაში ცხოვრება გაუსაძლისია.

"შენობა ნესტიანია და წყალი ჩამოდის. დენი მერიამ დიდი თხოვნის შედეგად შემომიყვანა. წყალი არ გვაქვს და ამიტომ ხშირად გვიხდება წყლის ზიდვა გარეთ, ეზოში არსებული ონკანიდან. საცხოვრებელში ასევე არ გვაქვს საპირფარეშო და სველ წერტილზე ლაპარაკი ზედმეტია. ჩემი პირველი ქმარი გარდაცვლილია, რომლისგანაც სამი შვილი მყავს. უფროსი ვაჟი გიორგი საღორიის ბავშვთა სოფელშია, ხოლო ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჩემთან ერთად ცხოვრობს. მეორე ქმარი ხულიგნობის გამო დააპატიმრეს. ოჯახს სწორედ ის არჩენდა, სანამ ციხეში აღმოჩნდებოდა," - ამობს ქრისტინე თოფურია.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა