მექანიკური სტალინი, "მავზოლეუმი" და ბელადის სახელობის ბაღ-მუზეუმი ახალსოფელში

მექანიკური სტალინი, "მავზოლეუმი" და ბელადის სახელობის ბაღ-მუზეუმი ახალსოფელში

გარდაბნის რაიონის სოფელ ახალსოფელში თემურ კუნელაურს საცხოვრებელი სახლის ეზოში სტალინის ბაღ-მუზეუმი აქვს. ბაღ-მუზეუმი შვიდი კუთხისგან შედგება, მათ შორის არის "მავზოლეუმი", სადაც ცვილისგან შექმნილი სტალინია დასვენებული.

"რუსეთიდან მოდიოდნენ, მუხლის ჩოქებზე დგებოდნენ, ადექი, მოგვხედე, ქვეყანა აღარ არის, დაინგრაო, ასე იძახდნენ", - ამბობს თემურ კუნელაურის მეზობელი გიორგი ბიძინაშვილი.

ბაღ-მუზეუმში ბელადის 12 ბიუსტი დგას და მეპატრონის თქმით, სტალინის ჩიბუხიც აქ ინახება. ერთ-ერთ კუთხეში მექანიკური სტალინიც იდგა, რომელიც ტრიბუნაზე ადიოდა და "საზოგადოებას მიმართავდა". კუნელაურის ინფორმაციით, ბაღ-მუზეუმი 5-ჯერ გაძარცვეს და ძველი იარაღები, ვერცხლისტარიანი ხანჯლები, დამბაჩები და თოფები მოიპარეს.

ბაღ-მუზეუმის დამფუძნებლის თქმით, თავის ერთ-ერთ შვილს, სოსო სტალინის პატივსაცემად დაარქვა.

"როდესაც დაიბადა დიდი სოსოს გამგრძელებელი, ჩემი ოცნება და მიზანი იყო, როგორ გამეზარდა ის. ბაღის აუზში ოქროსფერი თევზები არიან და იქ ეპოტინებოდა. 9 მაისი მოდიოდა, ვმუშაობდი, დიდ საქმეს ვაკეთებდი და ერთი პატარა უყურადღებობის გამო, დიდ სოსოს ტრაგიკულად, უდანაშაულოდ, სრულიად ჯანმრთელი შეეწირა. დღემდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის, მაგრამ რას იზამ, დიდი საქმეები მსხვერპლს მოითხოვს. ბედნიერი ვიქნები, რომ დიდ სტალინს მეც შევეწირო", - ამბობს ბაღ-მუზეუმის მეპატრონე.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა