გურჯაანში პოლიციელებმა 30 წლის ჭაბუკა ჭაბუკაძე ცემეს, დაზარალებული საავადმყოფოშია

გურჯაანში პოლიციელებმა 30 წლის ჭაბუკა ჭაბუკაძე ცემეს, დაზარალებული საავადმყოფოშია

შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 30 წლის ჭაბუკა ჭაბუკაძე დააკავეს და ცემეს. ჭაბუკაძე ტვინის შერყევით, სხეულის დაჟეჟილობებით და კისერზე მიყენებული დაზიანებებით გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაკავებულის ადვოკატმა ლოლა ტუსაშვილმა აცნობა.

"21 მაისს, საღამოს საათებში, ჭაბუკა ჭაბუკაძე პოლიციამ "ჩატენა" მანქანაში და წაიყვანა ყოველგვარი მიზეზის გარეშე. დღეობა იყო სოფელში, ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავდნენ, ნასვამი იყო, მაგრამ არაფერი დაუშავებია. ჭაბუკას დაკავებიდან პოლიციაში 20 წუთის შემდეგ მივედი. ცხვირ-პირი დასიებული ჰქონდა, თვალი დალურჯებული, ცხვირიდან, ტუჩიდან სისხლი სდიოდა და შველას ითხოვდა. რომ ვკითხე, ვინ გცემა მეთქი, დაჰყვიროდნენ, ვინმემ გცემაო? შემდეგ ჭაბუკამ უთხრა, თქვენ მცემეთ, რვა კაცი ერთად მირტყამდითო. ამის შემდეგ პოლიციელმა ბიძინა ეპიტაშვილმა ხელი მომკიდა და იძულებით გამომიყვანა პოლიციის შენობიდან, რის შემდეგაც დავრეკე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში და მომხდარის შესახებ ვაცნობე. ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ ყოფილა", - განუცხადა ლოლა ტუსაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა