სოციალური ქსელები ოჯახურ და ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე უარყოფითად მოქმედებს. ამ დასკვნამდე მივიდნენ იურიდიული ფირმა «Slater and Gordon Lawyers»-ის თანამშრომლები, რომლებმაც საკუთარი კლიენტები გამოკითხეს.
შედეგებით დადგინდა, რომ ცოლ-ქმართა 25%-ს ერთხელ მაინც უჩხუბია სოციალური ქსელის გამო. რესპოდენტთა 20%-ს მეუღლისგან საყვედური მიუღია იმის გამო, რომ დიდ დროს ატარებდა სოციალურ ქსელში, 50%-ს იმის გამო, რომ მალულად ათვალიერებდა პარტნიორის ექაუნთს, 58%-მა კი მეუღლის პაროლი იცოდა.
ყოველ მეშვიდე რესპოდენტს განქორწინებაზე უფიქრია იმის გამო, რომ მისი მეორე ნახევარი დროის უმეტეს ნაწილს ვირტუალურ სამყაროში ატარებს. 17%-ს კი ინტერნეტით გაუგია მეუღლეზე ისეთი რამ, რის გამოც თითქმის ყოველდღიურად ჩხუბი უწევს.
მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ 5 წლის წინ, სოციალური ქსელი წყვილთა კონფლიქტისა და განქორწინების მიზეზებში ძალზე იშვიათად სახელდებოდა.