ქიმერიძის საქმის ხელწერა - პოლიციელებმა ახალგაზრდა ცემეს და დააწერინეს, რომ კიბეზე დაგორდა

ქიმერიძის საქმის ხელწერა - პოლიციელებმა ახალგაზრდა ცემეს და დააწერინეს, რომ კიბეზე დაგორდა

2012 წლის 27 თებერვალს ხაშურის პოლიციაში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების საქმე ვისაც ახსოვს, თითქმის იდენტური ამბავი მოხდა 2015 წლის 21 მაისს, გურჯაანის პოლიციაში. საბედნიეროდ, ამჯერად მსხვერპლი ცოცხალი გადარჩა. პოლიციელების ნაცემი 30 წლის ჭაბუკა ჭაბუკაძე გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში თავის ტვინის შერყევითა და სხეულზე სხვადასხვა დაზიანებებით მიიყვანეს. დაზარალებულს საუბარი უჭირს, თუმცა ick.ge-სთან დეტალურად გაიხსენა, როგორ ცემეს პოლიციის თანამშრომლებმა.

ჭაბუკა ჭაბუკაძე მშენებელია და კერძო საქმეებზე მუშაობს. ჰყავს მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი. 2008 წელს ადმინისტრაციული წესით მარიხუანას მოხმარებაზეა გასამართლებული. ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლებს მას შემდეგ სისტემატურად მიჰყავთ ნარკოლოგიურ განყოფილებაში და ამოწმებენ. ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ არცერთხელ არ აღმოჩნდა.

21 მაისს, ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელში ახალგაზრდებს უქეიფიათ, რის შემდეგაც რამდენიმე მათგანს შორის კამათი მოხდა. ჩხუბი არ ყოფილა, ამას თვითმხილველებიც ადასტურებენ.

"მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, წამავლეს ხელი, რა გინდათ, სად მიგყავართ მეთქი და მანქანაში შემათრიეს. გზაში, მანქანაშივე მცემეს. თავში, მუცელში, ფეხებში, ყველგან მირტყამდნენ. ცემა პოლიციაშიც გააგრძელეს. იატაკზე დამაგდეს და წიხლებით მცემდნენ. ცხვირიდან სისხლი მდიოდა და ცემას მაინც აგრძელებდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ ადვოკატი შემოვიდა და რომ დამინახა რა მდგომარეობაშიც ვიყავი, ხელი მოკიდეს და გარეთ გაიყვანეს იძულებით. ვცდილობდი, როგორმე თავი დამეცვა, მაგრამ 6 თუ 8 პოლიციელი მირტყამდა ერთდროულად.

ნაცემი გადამიყვანეს ყვარელში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, მთელი ღამე ავად ვიყავი. მეორე დღეს, პოლიციელებმა გურჯაანში წამომიყვანეს. გზაში კიდევ დამარტყეს რამდენჯერმე, გამაფრთხილეს და დამემუქრნენ, მოსამართლეს არ უთხრა, რომ ნაცემი ხარ, თორემ ვერ გაიხარებ. იცოდე, რამდენიმე დღეში სახლში იარაღს ჩაგიდებთ და ციხეში გაგიშვებთო.

პროცესზე მოსამართლემ მკითხა, ნაცემი ხომ არ ხარო, არა მეთქი. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა დამაბრალეს, 300 ლარით დამაჯარიმეს და გამათავისუფლეს. სასამართლოს ეზოში ჩემი ოჯახის წევრები მელოდებოდნენ, მაგრამ პოლიციამ სახლში თავისი მანქანით წამიყვანა. გზაში კიდევ ერთხელ გამაფრთხილეს, თუ ვინმე რამეს გკითხავს, იტყვი, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სახლში კიბეებზე დაგორდი და დაზიანებები იმ დროს მიიღეო", - ამბობს ჭაბუკა ჭაბუკაძე. მისივე თქმით, მოძალადე პოლიციელების ვინაობა არ იცის, თუმცა მათი ამოცნობა შეუძლია.

სახლში მიყვანიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ავად გახდა. ოჯახის წევრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა