კარანტინი ქვახვრელში - იორდანიიდან საქართველოში 10 000 ცხვარი დააბრუნეს

კარანტინი ქვახვრელში - იორდანიიდან საქართველოში 10 000 ცხვარი დააბრუნეს

იორდანიიდან საქართველოში 10 000 ცხვარი დააბრუნეს. უკან დაბრუნებულ ცხვარს გორის რაიონის სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე არსებულ დაახლოებით 300 ჰა საძოვარზე აგროვებენ. სპეციალური მანქანებით ფოთის პორტიდან 400 სული ცხვარი უკვე ჩაიყვანეს. იორდანიაში ქართულ ბიზნესკომპანიას ცხვრების შეყვანის უფლება არ მისცეს. ცხვარი მანამდე საუდის არაბეთში მიჰყავდათ.

ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებული ფოტოებით დასტურდება, რომ საუდის არაბეთიდან და იორდანიიდან მობრუნებული ცხვარი სავალალო მდგომარეობაშია. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გორის რაიონის სოფელ ქვახვრელის მინდვრებზე ფოთის პორტიდან ჩაყვანილი ცხვრები 21 დღიან კარანტინის პერიოდს გადიან და სიტუაცია მაქსიმალურ კონტროლზეა აყვანილი.

"იორდანიიდან ცხვარს ტყუილად არ მოაბრუნებდნენ. სოფელი შიშობს, რომ ცხვარი დაავადებული იქნება", - ამბობს სოფელ ქვახვრელის წარმომამდგენელი საკრებულოში თემურ აფხაზაშვილი.

ერთ-ერთმა ქართულმა ბიზნესკომპანიამ იორდანიაში ცხვრით დატვირთული გემის შესვლის უფლება მას შემდეგ მოითხოვა, როდესაც საექსპორტო საქონელი საუდის არაბეთმა არ მიიღო.

წყარო: qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა