ჩხუბი რესტორანში - სკოლის მოსწავლეებსა და სპორტსმენებს შორის

ჩხუბი რესტორანში - სკოლის მოსწავლეებსა და სპორტსმენებს შორის

გორის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანში სკოლის მოსწავლეებსა და სპორტსმენებს შორის ჩხუბი მოხდა. საპატრულო პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით, მხოლოდ სკოლის ორი მოსწავლე დააკავა.

"სპორტსმენები რომ ჩხუბობდნენ, ეგ რატომ ვერ დაინახეს? ბავშვები ბოლო ზარს აღნიშნავდნენ, თავისთვის წყნარად იყვნენ", - განაცხადეს მოსწავლეების ახლობლებმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე. მათი თქმით, თუკი ვიდეოჩანაწერებს ამოიღებენ, უფრო ბევრი დეტალი გახდება ცნობილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ სპორტსმენების მხრიდან ჩხუბში სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი ნოდარ მეტრეველი მონაწილეობდა.

"არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრად ვიყავი მთვრალი. მეგობრებთან ერთად ავედი რესტორანში და შემდეგ დაბლა ატყდა ჩხუბი. არ მახსოვს არაფერი", - აცხადებს ნოდარ მეტრეველი, სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა