"მძიმე შეცდომა დაუშვეს" - როგორ ემშვიდობებიან "ნაციონალების" ცნობილი მხარდამჭერები წასულ ლიდერებს

"მძიმე შეცდომა დაუშვეს" - როგორ ემშვიდობებიან "ნაციონალების" ცნობილი მხარდამჭერები წასულ ლიდერებს

"ოთხივეს სახელით ვადასტურებ დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. მე, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ დავტოვეთ პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ყველა თანამდებობა, რომელიც გვეკავა პარტიასა თუ პარლამენტში. ოთხშაბათს მოხდება ამ ყველაფრის ფორმალურად გაფორმება" - ამის შესახებ ზურა ჯაფარიძემ საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე განაცხადა.

შეტყობინება პარტიის დატოვების შესახებ, "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი წარმომადგენლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. გთავაზობთ "ნაციონალური მოძრაობის" ცნობილი მხარდამჭერების გამოხმაურებებს:

თამარა ჩერგოლეიშვილი - გიგა კვლავინდებურად ენმ-ის საერთაშორისო მდივანია და პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს. არსად წასულა.

დაგაინტერესებთ| "ეს არის არასერიოზული, ძალიან უპასუხისმგებლო და ინფანტილური გადაწყვეტილება" - გიგა ბოკერია

ნანუკა ჟორჟოლიანი - ზურა ჯაფარიძე ჩემთვის კარგ ეკონომისტად დარჩება, პალიკო კარგ იურისტად, გოგა სოციალური ქსელის მამად :)) და კარგ ადამიანად. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

წარმატებები ყველას, ვინც ქვეყნის შენების დროს, ერთ აგურს მაინც დადებს.

ვინც არა, იმან იდარდოს:)

***

ოთო კახიძე - გული დამწყდა, რომ პროდასავლური, მთავარი ოპოზიციური პარტია, რომლის მიმართაც ნდობა იზრდება - ოთხმა დეპუტატმა დატოვა.

განსაკუთრებით მწყდება გული ზურა ჯაფარიძეზე, რომელსაც ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობა და უნდა გამოეყენებინა ეს შესაძლებლობა პარტიის გაუმჯობესებისთვის.

მას მოეთხოვებოდა, როგორც მინიმუმ, რომ თავისი მოქმედებით არ დაეზარალებინა თანაგუნდელები. ჩაეყენებინა საქმის კურსში, შეეთანხმებინა დრო, ფორმა და დაეცვა ეთიკის სტანდარტები. იგი მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოკიდებოდა საქმეს, რომლისთვისაც ნდობა გამოუცხადეს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მჯერა, რომ ეს ადამიანები იქნებიან იმ ფასეულობების ერთგული, რომელსაც ატარებდნენ და რისთვისაც იბრძოდნენ ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან. რაც არ უნდა განაწყენებული იყოთ მათზე, მოღალატისა და მოსყიდულის ძახება არის უბრალოდ არასწორი.

ჩემი აზრით, მძიმე შეცდომა დაუშვეს (რასაც ალბათ აცნობიერებენ კიდეც), მაგრამ ამის გამო მათ ფუნდამენტურ ღირებულებებში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ.

ზაზა ბიბილაშვილი - მეგობრებო - არავინ არავის ხათრით და არავის გულისთვის არ იბრძვის. ეს ბრძოლა ყოველი ჩვენგანის გაცნობიერებული, ინდივიდუალური არჩევანია. ეს ბრძოლა ჩვენთვისაა: ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი რეალური აწმყოსთვის (და არა ბუნდოვანი მომავლისთვის), გონიერებისთვის, წესიერებისა და კეთილსინდისიერებისთვის. ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, სადაც პოლიტიკურ და სოციალურ ამინდს არ განსაზღვრავენ რუსეთის მონები, კანონიერი ქურდები და სხვა კრიმინალები, ყოფილი მებაჟეები და გაიშნიკები, ქსენოფობები და მექრთამეები, წითელი ინტელიგენტები და უკუნი ბნელები. ამიტომ, გულს ნუ გაიტეხთ ნურც ერთი წუთით. რეალობა არ შეცვლილა. ჩვენი მიზანი არ შეცვლილა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

ნახეთ მეტი გამოხმაურება თეგზე #ნაციონალური მოძრაობა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."