ყველაზე ძვირად ღირებული განქორწინებები

ყველაზე ძვირად ღირებული განქორწინებები

განქორწინება ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და მტკივნეული ეტაპია, თუმცა ცხოვრება გრძელდება და წინ ბევრი ისეთი რამაა, რის გამოც ღირს ცხოვრება.

bpn.ge გთავაზობთ ყველაზე ძვირად ღირებულ განქორწინებებს, რომლებიც ქმრების გადაწყვეტილებით ან სასამართლოს გზით მომხდარა.

მელ და რობინ გიბსონები

განქორწინების თარიღი: 2009-2011

კომპენსაციის თანხა: $425 მლნ.

გიბსონები ერთმანეთს დაშორდნენ 31 წლიანი ქორწინების შემდეგ. რობინმა დაიბრუნა თავისი გვარი მური და მიიღო უფლება, გაზარდოს თავიანთი საერთო 7 შვილი. მაგრამ $425 მილიონზე საქმე არ შეჩერებულა, მელმა უნდა გადაუხადოს თავისი კინოსგან მიღებული ჰონორარების ნახევარი თავისი შვილების დედას.

სტივ და ელეინ უინები

განქორწინების თარიღი: 2010

კომპენსაციის ზომა: $750 მლნ.

აზარტული თამაშების მაგნატის და მისი ექს-ცოლის ისტორია რომანტიკულად დაიწყო. ახალგაზრდობაში ისინი ერთმანეთს კოლეჯში ხვდებოდნენ. სტივი იყო უჭკვიანესი ადამიანი კურსზე, ხოლო ელეინი - სილამაზის დედოფალი. 1963 წელს ისინი დაქორწინდნენ, 23 წლის შემდეგ კი გაშორდნენ, თუმცა ცოტა ხანში ისევ დაქორწინდნენ. მიუხედავად ამისა, მათი თანაცხოვრება 2010 წელს კვლავ დაშორებით დასრულდა. ელეინს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კომპანია Wynn Resort-ის საქმეების მართვაში და მისი ქონება შეფასებულია $1.7 მლრდ-ით.

ადნან და სორაია ჰაშოგები

განქორწინების თარიღი: 1974

კომპენსაციის ზომა: $874 მლნ.

ადნან ჰაშოგმა ფული გამოიმუშავა საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის იარაღის გაყიდვით და დააარსა თავისი კომპანია Triad-ი. კომპანიაში შედიოდნენ ბანკები და სასტუმროები დედამიწის ნებისმიერ წერტილში. 1961 წელს მან მოიყვანა ცოლად სორაია, მაგრამ 1974 წელს ისინი დაშორდნენ და ეს განქორწინება 70-იან წლებში ყველაზე ძვირად ღირებულ განქორწინებად მიიჩნეოდა. განქორწინების მიზეზი იყო ის, რომ ბავშვი რომლებსაც ისინი ზრდიდნენ, არ იყო ადნანის და ეს ფაქტი დე-ენ-ემ-ის ტესტმა დაამტკიცა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს