გემრიელი და სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც კალორიების წვას უწყობს ხელს

გემრიელი და სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც კალორიების წვას უწყობს ხელს

როგორც წესი, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ხალხი ზედმეტ კილოგრამებზე ფიქრს იწყებს და მათგან გათავისუფლების ხერხებს ეძებს. ზოგი დიეტას იცავს, ზოგი ვარჯიშს იწყებს, ზოგი ორივეს ერთად აკეთებს.

თუმცა, ჩვენ მესამე ვარიანტსაც შემოგთავაზებთ: პროდუქტებს, რომლებიც კალორიების დაწვაში დაგეხმარებათ.

გრეიფრუტი

ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. შეგიძლიათ გრეიფრუტი ხილის ან ბოსტნეულის სალათში დაუმატოთ, გააკეთოთ მისგან ფრეში, ან უბრალოდ, როგორც ცარიელი ხილი, ისე მიირთვათ.

თევზეული

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ომეგა 3 მეტაბოლიზმის მარეგულირებელია. ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ომეგა სამის დამოუკიდებლად სინთეზირება, ამიტომ აუცილებელია ყოველდღიურ საკვებში თევზეულის შეტანა, რომელიც ომეგა სამს შეიცავს. ასეთებია მაგალითად თინუსი და ორაგული.

ყავა

ყავაში შემავალი კოფეინი გამოფხიზლებაში გვიწყობს ხელს. როდესაც კოფეინის დოზა ორგანიზმში ხვდება, ზრდის გულსისხლძარღვთა დატვირთვას, სისხლს მეტი ჟანგბადი გადააქვს და ამიტომ უფრო მეტი კალორია იწვება. სამწუხაროდ, ამ ეფექტს ხელს უშლიან სხვადასხვანაირი დანამატების შემცველი ყავა და შაქარი.

ავოკადო

ცხიმის სამმაგი მწველი. ავოკადო აჩქარებს მეტაბოლიზმს და უჯრედებს წმენდს თავისუფალი რადიკალებისგან. ამასთან, ავოკადო სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ასევე ამცირებს ინსულტის და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

ცხარე საწებლები

ცხარე საკვები კალორიებს უფრო სწრაფად წვავს. ამიტომ ძირითად საკვებს ხშირად დაუმატეთ ცხარე სოუსები, მაგალითად, წიწაკა, ჩილის სოუსი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს