ახალციხის პირველი ბაღის აღმზრდელებს ბავშვების ჩაგვრაში ადანაშაულებენ

 ახალციხის პირველი ბაღის აღმზრდელებს ბავშვების ჩაგვრაში ადანაშაულებენ

ახალციხის პირველი ბაღის აღსაზრდელი, 5 წლის ნინო (ბავშვის სახელი შეცვლილია "ს.კ") 21 მაისს, საღამოს, ბაღიდან განერვიულებული გამოიყვანეს. როგორც ბავშვმა დედას უთხრა, ერთმა მასწავლებელმა მას ყბაში მოკიდა ხელი და ისე აჯანჯღარა, - ტელეფონზე ვლაპარაკობ და ნუ ხმაურობო, მეორემ კი თავზე - გაჩუმდი, ხელი მეშლებაო.

"სანამ სახლამდე მოვიყვანდი, ტირილიც დაიწყო, სულგუნი მიყიდეო, მასწავლებლებმა ბაღში მოიტანეს, თან თქვეს, რომ ძალიან გემრიელია და მეც მინდაო. მეორე დღეს ბაღში ჩვეულებრივ მივიყვანე, მაგრამ უკან რომ წამოვედი, დავფიქრდი, შეიძლებოდა მსგავსი რამ ისევ განმეორებულიყო და ბაღის მენეჯერთან შევედი, მომხდარის შესახებ ვუთხარი. კატეგორიულად უარყო, ყოველდღე შემიღია კლასის კარი და ასეთი რამ არასდროს ყოფილაო", - ამბობს გოგონას დედა.

მისივე თქმით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა 5 წლის ნინომ დედასთან დაიჩივლა, არც პირველად მოუთხოვია ის, რასაც დღის განმავლობაში აღმზრდელები მიირთმევდნენ და არც ნინოს მშობელს ჩაუყენებია პირველად მომხდარის შესახებ საქმის კურსში ბაღის თანამშრომლები: "მესამე წელია რაც მაგ ბაღში დაგვყავს, პირველად მოვიდა და ძიძაზე თქვა, ლალი მასწავლებელმა თავში წამომარტყაო. მერე თქვა, ტანით მანჯღრიაო. რაღაც პერიოდი რომ გავიდა, ისევ თქვა, ლალი მასწავლებელმა თავში წამომარტყაო".

ამიტომ მან პირველად მომხდარის შესახებ სწორედ ძიძას, ლალი კეღოშვილს უთხრა: "გაგჟიდა, ასეთი რამ არასოდეს ყოფილა, ბავშვის გჯერა, რომელიც წესიერად ვერ ლაპარაკობს და ჩემი არა, ამხელა ქალისო?! არადა, ჩემი შვილი ერთი წლიდან გამართულად საუბრობს".

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბავშვმა სახლში ისევ თქვა, რომ ძიძამ თავში წამოარტყა. მომხდარის შესახებ დედამ მასწავლებელს, მეგი გვარამაძეს უთხრა.

"დიდი იმედი მქონდა, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდებოდა, მაგრამ ოთხი დღის წინ უარესი მასწავლებლების მხრიდან მოხდა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამის შესახებ უკვე მენეჯერთან მეთქვა. ამ ყველაფრის შემდეგ ბავშვს შიში გაუჩნდა, ხშირად მეკითხება, დედა ბავშვებს სკოლაში სცემენ?", - ამბობს გოგონას დედა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ბავშვების თვალწინ აღმზრდელები ყავასთან ერთად ტკბილეულს მიირთმევენ: "პირველად ნინომ ნამცხვარი რომ მოითხოვა, უთხრეს, ეს ბავშვებს არ ეჭმევათო. ეს ჩემი თვალითაც არაერთხელ მინახავს. ასევე, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, სხვადასხვა ზეიმებსა და ღონისძიებებზე როგორ ურტყამენ ბავშვებს მუჯლუგუნს, ითრევენ ტანსაცმლით და აჯანჯღარებენ. ამას ჩემთან ერთად სხვა მშობლები და ბაღის მენეჯერიც ხედავდნენ, თუმცა, რეაქცია არავის ჰქონია".

რას ამბობენ სხვა მშობლები პირველი ბაღის აღმზრდელებზე

ნინოს დედას არ ეთანხმებიან სხვა პატარების მშობლები. ქეთევან მიქელაძე, რომელსაც 6 წლის ბავშვი მესამე წელია სწორედ ლალი კეღოშვილისა და მეგი გვარამაძის ჯგუფში დაჰყავს, ამბობს, რომ მსგავს ქმედებას ადგილი არასდროს ჰქონია: "პირიქით, მადლობლები ვართ ისეთი კარგი ძიძა და მასწავლებელი გვყავს. ბავშვიც ყოველთვის სიყვარულით ლაპარაკობს მათზე".

თუმცა, არიან ისეთი მშობლები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ შვილებს ეს ბაღი არ მოსწონდათ და იმიტომ გადაიყვანეს.

ბაღის თანამშრომლები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ

პირველი ბაღის მენეჯერი ქეთევან საანიშვილი 5 წლის ნინოს შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია. ის ამბობს, რომ მშობელი იყო მასთან და ესაუბრა. "არანაირი ზეწოლის ქვეშ ჩემს ბაღში არავინ არის. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ასეთ რამეს არ შევსწრებივარ. არც ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ჩემი რომელიმე აღმზრდელი ამას აკეთებდეს, მაშინ ასეთ აღმზრდელს რა უნდა ბაღში?!" - ამბობს საანიშვილი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა