"უკვე შემდგარ ლოთს მე უფრო ვგავარ თუ ეს?" - გოგა ხაძიძე გია ხუხაშვილის ბრალდებებს პასუხობს

"უკვე შემდგარ ლოთს მე უფრო ვგავარ თუ ეს?" - გოგა ხაძიძე გია ხუხაშვილის ბრალდებებს პასუხობს

გიორგი გაბუნიას გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ "ქართულ პოლტიკურ დაფაზე ორი ადამიანი თამაშობს", ხოლო ე.წ." ოთხეულიდან", რომელმაც "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა, სათამაშო დაფაზე ადგილს ვერცერთი ვერ დაიკავებს. ამასთან ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ ხაჩიძის ფიგურას პოლიტიკურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

"ქართულ პოლიტიკურ დაფაზე თამაშობს ორი ადამიანი, ამ ოთხი ადამიანიდან კი ამ პოლიტიკურ დაფაზე ვერცერთი ავა. არავითარი მნიშვნელობა პოლიტიკურად არ აქვს, ხაჩიძე ტელევიზორთან იჯდება პოპკორნით ხელში, სმას დაიწყებს და გალოთდება, თუ პარლამენტში რაღაცას უადგილოდ იხუმრებს ხოლმე, ამით არაფერი შეცვლილა", - განაცხადა თოქ-შოუში ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის განცხადებას გოგა ხაჩიძე "ფეისბუქით" გამოეხმაურა:

"ჯერ ერთი - სმა საერთოდ არ მიყვარს და მერე მეორე - გულწრფელად მითხარით, უკვე შემდგარ ლოთს მე უფრო ვგავარ თუ ეს?...", - აღნიშნა ხაჩიძემ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს