სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ფოტო, სადაც იგი თევზს მიირთმევს. სურათი გერმანულმა გამოცემა DIE WELT-მა გამოაქვეყნა წარწერით: "ჩვენ ამ დრომდე ვიღიმით და კარგ მადას გისურვებთ".
ზოგიერთმა მომხმარებელმა გამოცემა ფოტოს გამოქვეყნების გამო გააკრიტიკა კიდეც, თუმცა, DIE WELT-ის თქმით, "შეხვედრა მედიისთვის ღია იყო და მას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. ხოლო ანგელა მერკელი საკმაოდ გამოცდილია იმისთვის, რათა მიმხვდარიყო, რომ მის ფოტოს აუცილებლად გამოაქვეყნებდნენ. გარდა ამისა, მას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს და აუცილებლად გაიცინებდა ამ კადრზე".