"მისი ცხოვრების ყველაზე მთავარ ეტაპს ასრულებს" - რა ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა ნანუკა ჟორჟოლიანმა ქალიშვილს

"მისი ცხოვრების ყველაზე მთავარ ეტაპს ასრულებს" - რა ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა ნანუკა ჟორჟოლიანმა ქალიშვილს

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე წელს სკოლას ამთავრებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით ტელეწამყვანმა ქალიშვილს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა.

"მოკლედ, მარიამს ზეგ სკოლის ბოლო დღე აქვს. ბევრი ვიფიქრე რა მეჩუქებინა მისთვის და ბოლოს ამ ვიდეოზე შევჩერდი. ყველა ფოტოს თავისი ისტორია აქვს.

ეს ისტორიები კი, ჩვენი ამბავია. ჩემი და მარიამის :))

მისი ცხოვრების ყველაზე მთავარ ეტაპს ასრულებს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეწყება.

არის მომენტები, რომელიც მის მეხსიერებაში სრული სიზუსტით მინდა შემორჩეს. აქ კი ეს ყველაფერი არის. ბუნებრივია მოკლედ, 17 წელს ვერაფერი დაიტევდა.

WELCOME მარიამ. შენ უკვე დიდი გოგო ხარ", - წერს ნანუკა "ფეისბუქის" პირად გვერდზე და ვიდეოს აქვყენებს.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს