"გულზე ხელი უნდა დავადო კალაძეს, გავიგო, ქვისა აქვს თუ ხორცის"

"გულზე ხელი უნდა დავადო კალაძეს, გავიგო, ქვისა აქვს თუ ხორცის"

"ჩემი შვილიშვილის ტოლია კალაძე, მაგის მეუღლე ჩემი შვილიშვილის კურსელია. უნდა გულზე დავადო ხელი, გავიგო, ქვისა აქვს თუ ხორცისა", - უთხრა qartli.ge-ს კასპის რაიონის სოფელ თელადგორში მცხოვრებმა მოხუცმა ქალბატონმა იმ დროს, როდესაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს სოფელში ელოდებოდნენ.

"ოღონდ ეგ არ უთხრა. ნეპოტიზმია და ხომ იცი, სულ ნეპოტიზმზე ლაპარაკობენ" - ჩაერია საუბარში საკრებულოს წევრი წინარეხის თემიდან ია ირემაშვილი.

იხილეთ ვიდეო

მოხუცმა ქალბატონმა კალაძე გაიცნო, გულზე ხელიც დაადო, მაგრამ ვერ უთხრა, რომ შვილიშვილი და მინისტრის მეუღლე კურსელები არიან. ფაქტი 25 მაისს მოხდა, როდესაც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელადგორში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გაზიფიცირების დაწყების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: ეზატის, გუდალეთის, თელადგორის და ქვემო ხანდაკის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოები განახორციელა. ოთხივე სოფლის გაზსადენის საპროექტო ჯამური სიგრძე 42 275 გრძივი მეტრია, ხოლო აბონენტთა რაოდენობა 945.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა