სამი ყველაზე მიმზიდველი ისტორიული ადგილი საქართველოში

სამი ყველაზე მიმზიდველი ისტორიული ადგილი საქართველოში

ვარძია, უფლისციხე და გრემი - სამი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი მუზეუმ-ნაკრძალია ტურისტებისთვის. ქვეყნის ეს ყველაზე მძლავრი მუზეუმ-ნაკრძალები ვიზიტორების ნაკლებობას არასდროს განიცდის, ამიტომ, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მათ განვითარებასა და კონსერვაციაზე მუდმივად მუშაობენ.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, აღნიშნული ძეგლები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში შედის, შესაბამისად, მუზეუმ-ნაკრძალების განვითარება და მოვლა სწორედ მათი პრეროგატივაა.

აღსანიშნავია, რომ ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსსა (ისტორიულ ჯავახეთში მდებარე მე-12-13 საუკუნეების ძეგლი) და უფლისციხეს (გორის მუნიციპალიტეტი, მე-7 საუკუნე) დამთვალიერებელი არასდროს აკლდა, თუმცა მას შემდეგ, რაც აქ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მოხდა, ვიზიტორების რაოდნეობა ერთიორად გაიზარდა ამ ორ მუზეუმ-ნაკრძალს კი უკვე გრემიც (ყვარლის მუნიციპალიტეტი, 1565-1577 წწ.) შეემატა, რომლის რესტავრაცია 2011 წელს განახლდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალზე საკონსერვაციო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ძეგლთა დაცვის სააგენტოს სპეციალისტები კლდეში ნაკვეთი ქალაქის ყველაზე კრიტიკული ნაწილის გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებენ, მომდევნო ეტაპზე კი აქ ტურისტებისთვის კიდევ უფრო საინტერესო კომპონენტების დამატებას გეგმავენ.

"ვიზიტორების თვალსაზრისით, ყველაზე ცნობილი სამი ქართული ძეგლია - ვარძია, უფლისციხე და გრემი. უნდა აღინიშნოს, რომ სამივე ძეგლზე განხორციელდა სარესტავრაციო სამუშაოები, მთლიანად შეიცვალა და განახლდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. ტურისტული მიმართულებით ეს სამი ძეგლი ყველაზე შემდგარია, რომელსაც ვიზიტორი არასდროს აკლია. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ახლა ვარძიაში მუზეუმ-ნაკრძალის გადარჩენისა და განვითარების საგანგებო პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც ძეგლის ყველაზე კრიტიკული ნაწილის კონსერვაციას, კვლევასა და რესტავრაციას გულისხმობს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს