გურჯაანში დაშავებული პედაგოგის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

 გურჯაანში დაშავებული პედაგოგის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

ქალაქ გურჯაანის N2 საჯარო სკოლის პედაგოგის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ამჟამად ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში განუცხადეს.

სამედიცინო ცენტრის უფროსი ექიმის, ნიკოლოზ ლომინაძის განცხადებით, საავადმყოფოში ერთი მასწავლებელი და სამი ახალგაზრდა მოათავსეს. "ერთი ახალგაზრდა გავწერეთ, ორნი სამედიცინო ცენტრში რჩებიან კიდურების მოტეხილობებით", - აღნიშნა ნიკოლოზ ლომინაძემ.

ავტოსაგზაო შემთხვევა 28 მაისს, საღამოს, გურჯაანი-ყვარლის საავტომობილო გზაზე, სოფელ ველისციხეში, მდინარე ალაზანთან მოხდა. BMW-ს მარკის ავტომანქანა "X5" ხეს შეასკდა და მანქანაში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა