თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მცხოვრები 25 წლის ზაზა ბალუაშვილი თელავის პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და დამცირებაში ადანაშაულებს. როგორც ბალუაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, სამართალდამცავები მას ალუჩას ესროდნენ და სველ ცხვირსახოცს ურტყამდნენ.
"29 მაისს, დილის 11 საათი იქნებოდა, ეზოში ვიყავი, შემოცვივდნენ. ათამდე პოლიციელი იყო, ბოსტანში ყაყაჩო გაქვსო. თავისით ამოდის, ვგლეჯთ, მაგრამ მაინც ამოდის ხოლმე. მე სიგარეტსაც კი არ ვეწევი. სამი-ოთხი ადამიანი მირტყამდა. ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე. მერე მანქანაში ჩამსვეს, "დუბინკა" დამარტყეს. ვიდრე ნარკოლოგიურში წამიყვანდნენ შესამოწმებლად, ალუჩის სროლა დამიწყეს, მამცირებდნენ, ძაღლს მოგიკლავთო. ნარკოლოგიურში შემამოწმეს, მომხმარებელი არასდროს ვყოფილვარ. იქ ერთი მაღალი, გამხდარი პოლიციელი იყო, გვერდით მომიჯდა და საბუთებზე ხელს რომ მაწერინებდნენ, ოღონდ არ ვიცი რაზე მომაწერინეს ხელი, არ მაკითხებდნენ, სველ ცხვირსახოცს მარტყამდა ფეხში, ხან მუცელში", - აღნიშნავს ზაზა ბალუაშვილი.
იხილეთ ვრცლად