დაითხოვეს თუ არა სამსახურიდან პოლიციელები პატრულთან დაპირისპირების გამო

დაითხოვეს თუ არა სამსახურიდან პოლიციელები პატრულთან დაპირისპირების გამო

"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შსს გურიის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, პოლიციელები - გია კვასდიანი და ზვიად ოსეფაიშვილი სამსახურიდან უნდა გაათავისუფლონ. როგორც გამოცემის წყარო ამბობს, კვასდიანი და ოსეფაიშვილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას უკვე ელოდებიან.

ვებ-გვერდის წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ პოლიციელი გია კვასდიანი პოლიციელის ფორმით ავტომანქანას მთვრალი მართავდა. იგი გააჩერა პატრულმა და არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის გამო, 6 თვით მართვის უფლება ჩამოართვა. კვასდიანი რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ არაფხიზელ მდგომარეობაში იჯდა საჭესთან, მასთან ერთად იმყოფებოდა პოლიციელი ზვიად ოსეფაიშვილი. ამჯერად, პატრულის მოთხოვნას - გაეჩერებინა ავტომანქანა, კვასდიანი თავდაპირველად არ დაემორჩილა, რასაც პატრულსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლიციელი გია კვასდიანი "გურია ნიუსთან" კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ 23 წელია პოლიციელია და კიდევ 30 წელი არსად წასვლას არ აპირებს.

"როგორ გეკადრებათ, არ ვარ გამოშვებული, არ არის ეს ინფორმაცია სიმართლე. არა, ბატონო, არანაირი დაპირისპირება არ მქონია პატრულთან. ზვიად ოსეფაიშვილს რა საქმე ჰქონდა ჩემთან, არანაირი პატრული, არც ჩხუბი, არც გაწევ-გამოწევა. მე არ დამილევია 6 თვეა და ნასვამ მდგომარეობაში როგორ ვიქნებოდი?", - განაცხადა კვასდიანმა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა