4 ბალახეული, რომელიც სახლში სულ უნდა გქონდეთ

4 ბალახეული, რომელიც სახლში სულ უნდა გქონდეთ

როცა ოჯახი პროდუქტების მარაგს ივსებს, რატომღაც აქცენტი მხოლოდ საკვებზეა გადატანილი. ამ დროს მხედველობიდან გვრჩება სასარგებლო მცენარეები, რომლებსაც გარკვეულ მომენტებში სერიოზული დახმარების გაწევა შეუძლიათ. წარმოგიდგენთ 4 ასეთ მცენარეს, რომელიც სახლში არ უნდა გამოგელიოთ. ისინი აფთიაქში ყოველთვის არის და შეგიძლიათ, მოიმარაგოთ.

გვირილა

საკმარისია მუცლისა და კუჭის არეში დისკომფორტი იგრძნოთ, გვირილის ჩაის მზადებას შეუდექით. კუჭში სიმძიმის შეგრძნება, გულისრევის შეგრძნება, მოუნებლობა - ის პრობლემებია, რომლის დროსაც გვირილას უნდა მიმართოთ. მცენარეს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს(გასტრიტი, წყლული) გვირილის ჩაით მკურნალობის კურსიც შეგიძლიათ ჩაიტაროთ: დღეში 3-ჯერ ჭამამდე დალიეთ ნაკლებადტკბილი გვირილის ჩაი. 1-2 ჩაის კოვზ ყვავილს დაასხით მდურარე წყალი და 10 წუთის შემდეგ გადაწურეთ. გვირილის ჩაის ყოველდღიურად სმა დიდი ხნის განმავლობაში არ ღირს. ერთ თვე საკმარისია. თუ თავბრუსხვევები დაგეწყოთ, ესე იგი, ზედმეტი მოგივიდათ. გვირილის ჩაი სწრაფად მოგგვრით შვებას შებერილობისა და გულისრევის, ან კუჭის აშლილობის დროს.(სხვა რეცეპტები)

კალენდულა (გულყვითელა)

გულყვითელას პრეპარატები დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აძლიერებს გულის მუშაობას, აქვს ძლიერი ბაქტერიციდული ეფექტი. გულყვითელას პრეპარატებს (ნაყენსა და მალამოს) მედიცინაში იყენებენ ჭრილობების, დამწვრობების, ხანგრძლივად შეუხორცებელი წყლულებისა და ნაპრალების სამკურნალოდ, ასევე - პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად ანგინისა და სტომატიტის დროს. გულყვითელას პრეპარატები კარგია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის, გასტრიტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს