ალბათ ამქვეყნად არაფერია იმაზე მაცოცხლებელი, ვიდრე ერთი დიდი ჭიქა ცივი წყალი, როცა ძალიან გწყურია. ჩვეულებრივ წყალს ხშირად იმაზე მეტი სიამოვნება მოაქვს, ვიდრე ყავას ან გაზიან სასმელს.
მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენგანი არასაკმარის წყალს სვამს, რითაც საკუთარ ორგანიზმს მნიშვნელოვან რესურსს აკლებს. თუკი თქვენ ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს შეამჩნევთ საკუთარ თავს, გირჩევთ, დაყოვნებლივ გამოასწოროთ სიტუაცია.
1. გრძნობთ პირის სიმშრალეს
ეს აშკარა სიმპტომია. რა თქმა უნდა, როცა პირის სიმშრალეს გრძნობთ, მაშინვე რაიმე სითხისკენ მიგიწევთ გული. მაგრამ თუ ამ დროს ტკბილ სასმელს დალევთ, ცოტა ხნით მოიხსნით პრობლემას. წყალი კი ლორწოვან გარსს კარგად მოედება და სითხე დიდხანს შენარჩუნდება ორგანიზმში.
2. მშრალი კანი გაქვთ
კანი - თქვენი სხეულის ყველაზე მასიური ორგანოა, ამიტომაც მისი გამუდმებით დატენიანება აუცილებელია. მშრალი კანი - ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშანია სრული გაუწყლოების, რომელმაც, შესაძლოა, უფრო სერიოზულ პრობლემამდე მიგიყვანოთ. წყლის უკმარისობა გამოიხატება ოფლის არასაკმარისად გამოყოფით, რაც ორგანიზმის მიერ ჭუჭყისა და ზედმეტი ცხიმის გამოყოფის უუნარობაზე მეტყველებს. ამ პრობლემის აღმოფხვრის ყველაზე მარტივი მეთოდია - მეტი წყლის დალევა.
3. გაქვთ წყურვილის შეგრძნება
ეს იგივე არ არის, რაც პირის სიმშრალე. ნებისმიერს, ვისაც, თუნდაც ერთხელ მაინც ჰქონია ნაბახუსევი, გამოუცდია, როგორია ის შეგრძნება, როცა ვერაფრით იკლავ წყურვილს. ალკოჰოლს მთლიანად გამოაქვს ორგანიზმიდან სითხე და ტვინი კი დაჟინებით იძლევა სიგნალს SOS. ყური მიუგდეთ თქვენ სხეულს - მან იცის, რაც ჭირდება.
4. გრძნობთ თვალების სიმშრალეს
წყლის არასაკმარის რაოდენობაზე მეტყველებს ჩასისხლიანეული, მშრალი თვალები. წყლის არასაკმარისი რაოდენობით შრება ყველა ლორწოვანი არხი. ამ სიმშრალეს კი შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს თქვენს თვალებს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მუდმივად იყენებთ კონტაქტურ ლინზებს.
5. გრძნობთ სახსრების ტკივილს
ჩვენი სახსრები და მყესები 80 %-ით წყლისგან შედგება. ამიტომაც წყალი აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენი ძვლები ერთმანეთს არ ეხახუნოს ყოველ მოძრაობაზე. შეინარჩუნეთ სითხის ბალანსი ორგანიზმში და ამ პრობლემისგან სამუდამოდ გათავისუფლდებით.