"დიდ ბოდიშს გიხდით, მაგრამ ასე არ გამოვა, მეგობრებო" - "ფეისბუქზე" მარიხუანას დეკრიმინალიზაციის აქციაზე ბავშვების გამოჩენას აპროტესტებენ

"დიდ ბოდიშს გიხდით, მაგრამ ასე არ გამოვა, მეგობრებო" - "ფეისბუქზე" მარიხუანას დეკრიმინალიზაციის აქციაზე ბავშვების გამოჩენას აპროტესტებენ

2 ივნისს თბილისში, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, მარიხუანას მოწევის გამო ადამიანების დაპატიმრება შემწყდარიყო.

აქციაზე საზოგადოების ცნობილი სახეები: მსახიობები, მუსიკოსები, პოლიტიკოსები, მათ შორის "თავისუფალი დემოკრატები"იმყოფებოდნენ, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

პროტესტის დასრულების შემდეგ, ფეისბუქ-საზოგადოება აქციაზე მყოფმა არასრულწლოვანმა ბავშვებმა გააღიზიანა, რომლებიც მშობლებთან ერთად მარიხუანას გამოსახულებიან ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილები.

გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას თემასთან დაკავშირებით:

ნათია ფანჯიკიძე - დიდ ბოდიშს გიხდით, მაგრამ ასე არ გამოვა მეგობრებო.

თავი დავანებოთ იმას, რომ ეს რეკლამას გავს და არა დეკრიმინალიზაციის მოთხოვნას, ბავშვების ამგვარად მორთვა და მონაწილეობა დაუშვებელია. საერთოდ ბავშვების ადგილი არ არის არცერთ აქციაზე. ჩემია და სადაც მინდა წავიყვან, რასაც მინდა მივახატავ, არ მოსულა. სრულწლოვანებამდე კეთილი ინებეთ და პატივი ეცით მათ უფლებებს.

დეკრიმინალიზაცია თუ არ განხორციელდა სისტემური გააზრების, საინფორმაციო ადეკვატურობის გაზრდის და პრევენციული ზომების გაძლიერების ფონზე, მხოლოდ ნახევრად კეთილი საქმე იქნება.

ნინო ჭელიძე - მე რომ ეხლა ეს ორი სურათი გადავუგზავნო ევროპის ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებს,ხომ ბოლო მოეღება საქართველოს ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებს და უთვალავ არასამთავროებს?საერთოდ ვინმე ხართ აზრზე,რომ ჰოლანდიაში მშობელმა თუ მცირეწლოვანი შვილების გარემოცვაში მარიხუანა მოწია და სასმელი დალია მშობლის უფლებებს ართმევენ და ბავშვებზე სახელმწიფო იღებს მეურვეობას?ცეცხლი მოწიეთ და ნავთი დალიეთ თუ გინდათ,მეტი თქვენ რაც ხართ იმაზე მეტი რაღა დაგემართებათ,მაგრამ ბავშვებს როგორ რევთ თქვენს ბინძურ საქმეში თქვე არახალხნო? მიმიფურთხებია თქვენი დედობისთვის და მამობისთვის!

ზუკა სიხარულიძე - ნამდვილად არ მომწონს... ნეტა რამოდენიმე წლის მერე მისმა შვილებმა რომ მოიხმარონ მარიხუანა მოეწონება?? ცოთა სნობიზმის სუნი აუივიდა ამ აქციას გუშინ და ნამდვიალას არ მომწონს. აი ასეთი ფოტოები ნამდცილად ძაან აღიზიანებს ყველაზე ნეიტრალურად განწყობილ ადამინებსაც

ცოტნე გამსახურდია - ყველაფერში მენტალურად პროვინციალი ყლ**ბი როგორ უნდა იყვნენ ეს გრუზინები, გამაგებინეთ, რა?! ამას ახლა რა უნდა უწოდო? და ასეთებისთვის რაიმე უფლებების გაფართოება შეიძლება? გალიაში უნდა ეყარონ, ბლიად!

ბაია პატარაია - ყოველთვის ვიქნები ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მომხრე და არასდროს ნარკოტიკების მოხმარების პროპაგანდის მომხრე!

გუშინდელი ე.წ. აქცია სვეცკ ტუსოვკაში და მარიხუანის რეკლამაში რომ გადაიზარდა, თუ შეამჩნიეთ? მარიხუანა ნარკოტიკია და მავნებელია! დეკრიმინალიზაცია ნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან ნარკოტიკის მოხმარების პრევენციის გაზრდას, ანუ იმის საპირისპიროს, რაც გუშინ ხდებოდა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ დეკრიმინალიზაცია ზოგმა ლეგალიზაციაში აურია და ჯამში კი კლაბერების გართობის უფლების დაცვამდე დავიწროვდა. გუშინდელი აქციის შემხედვარე ხელისუფალი დეკრიმინალიზაციას გადაიფიქრებდა, თუ მანამდე ჭოჭმანობდა. რადგან ახალი მომხმარებლების გაჩენა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა და ის, რაც სუპერ სვეცკობაა, იმას ყველა ეტანება. გუშინდელი აქცია კი ნამდვილად სუპერ სვეცკობა იყო. ყველა ხელისუფლება ცდილობს ნარკოტიკების მოხმარება სვეცკური, ტრენდული და მოდური არ იყოს. მეტი გასაგებად როგორ დავწერო?

პ.ს. ბავშვების იქ მიმყვანების საერთოდ არ მესმის. ძალიან გინდათ თქვენი ან სხვისი შვილები პლანის მომხმარებლები გახდნენ???

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს