"დღეს ჩემთვის საქართველოში ყველაზე პირსისხლიანი და წარმართული "დღესასწაულია" - თამარ ივერი

"დღეს ჩემთვის საქართველოში ყველაზე პირსისხლიანი და წარმართული "დღესასწაულია" - თამარ ივერი

ლომისობა მოძრავი დღესასწაულია და აღდგომიდან მე-7 კვირას, არაგვისა და ქსნის ხეობაში აღინიშნება. ლომისობის დღესასწაული წინაქრისტიანულ პერიოდს მიეკუთვნება, რის გამოც, წარმართული დღესასწაულის ელემენტებით მიმდინარეობს.

ამ დღეს ერთი ყველაზე მძიმე რიტუალი - სისხლიანი მსხვერპლშეწირვა აღესრულება, რა დროსაც, მთიულები ლომისას ცხვარ-ძროხას სწირავენ.

ლომისობასთან დაკავშირებით, ოპერის მომღერალი თამარ ივერი "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს:

"დღეს ჩემთვის საქართველოში ყველაზე პირსისხლიანი და წარმართული "დღესასწაულია".

მაპატიოს ყველამ.... ეს ჩემი აზრია მხოლოდ.

უკვე 21-ე საუკუნეა და დროა, ჩვენი ჩათქმული სურვილების ასრულების განხორციელება უდანაშაულო ცხვრების მასობრივ ხოცვა-ჟლეტვას და უაზრო "შეწირვებს" არ მივანდოთ!!!... ყველაფერი მაინც საკუთარი ხელის განძრევა და ღმერთის ნებაა!!

რას ვიზამთ, ჯერ კიდევ ძალიან ბნელა ზოგიერთთა მენტალიტეტებში... რისი განათებაც სამწუხაროდ, "თელასს" არ ძალუძს!!!"- წერს მომღერალი.

იხილეთ ასევე|მსხვერპლშეწირვა ლომისობაზე - საეკლესიო, თუ საკულტო ტრადიცია? - "ასეთი ქრისტიანობით ღმერთს ვკლავთ სამსხვერპლოზე..."

89 წლის მილიარდერს 44 წლის ცოლმა შვილი გაუჩინა

ანუკი არეშიძემ დაბადების დღე წყნეთის აგარაკზე ოჯახის და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან

"ზურა რომ გაეშვათ, მე ჩემით წავიდოდი“ - როგორ აფასებს რამილია ალიევა "მასტერშეფში“ მონაწილეობას და აპირებს თუ არა კულინარიაში დარჩენას