"პოლიციელებს მექორწილეები "ნაციონალები" ეგონათ და სასტიკად სცემეს"

"პოლიციელებს მექორწილეები "ნაციონალები" ეგონათ და სასტიკად სცემეს"

ოზურგეთის სასამართლო პოლიციელთა და მოქალაქეთა დაპირისპირების საქმეს განიხილავს. საქმე ეხება 24 მაისს რესტორან "თამარიონში" მომხდარ ინციდენტს, როდესაც გასული წლის ადგილობრივ არჩევნებში, ოზურგეთის გამგებლობის "ნაციონალი" კანდიდატის, შალვა თავდიშვილის ოჯახის წევრის ქორწილი იყო.

ოზურგეთის პოლიციის თანამშრომელთა მტკიცებით, მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი ხულიგნურად მოქმედებდა, რაც გამოიხატებოდა უმისამართოდ ლანძღვა-გინებაში. "ჩვენი გამოძახებისა და ადგილზე მისვლისას, ეს ჯგუფი უფრო აგრესიული გახდა, რის გამოც დავაკავეთ ორი ადამიანი", - აცხადებენ პოლიციელები.

თვითმხილველთა და დაკავებულთა განმარტებით კი, პოლიცია არავის არ გამოუძახებია, რამდენიმე პოლიციელი შორიახლოს, მანქანაში ისხდნენ, ერთ-ერთმა პოლიციელმა მოაკითხა დედამისს, რომელიც სარიტუალო სახლ "თამარიონში" მუშაობს. მოულოდნელად პოლიციელებმა დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მოქალაქეების მისამართით, შემდეგ კი მათი ფიზიკური შეურაცხყოფაც. თვითმხილეველების მტკიცებით, ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს.

თავდიშვილის ახლობლები ირწმუნებიან, რომ პოლიციელებმა მინიმუმ 6 ადამიანი უმიზეზოდ სცემეს, ზოგს ახრჩობდნენ კიდეც. ცემის მიზეზი კი, მათი აზრით, ის არის, რომ პოლიციელებს ქორწილში მყოფი ხალხი "ნაციონალები" ეგონათ.

ე.წ. "თამარიონის" საქმის განხილვა 10 ივნისისათვის გადაიდო.

იხილეთ ვრცლად

"გურიის მოამბე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა