გრიგოლ ვაშაძემ გიორგი მარგველაშვილს "მოლაპარაკე სარეველა" უწოდა

გრიგოლ ვაშაძემ გიორგი მარგველაშვილს "მოლაპარაკე სარეველა" უწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, "ფეისბუქზე" მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღებას ეხმაურება და გიორგი მარგველაშვილს გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს:

"უკრაინა, რუსული სამხედრო-ტერორისტული აგრესიის მსხვერპლი, ომშია. პრეზიდენტი პოროშენკო და პრეზიდენტი სააკაშვილი ომში არიან. რუსეთის შემდეგი სამიზნეები - მარიუპოლი, ოდესა, ნიკოლაევი. სასწრაფოდ საჭიროა ოდესის ოლქის უკრაინულ ბასტიონად გადაქცევა. შესაბამისად პოროშენკოს და სააკაშვილს, და არავის უკრაინაში, იურიდიული კაზუისტიკის დრო არ აქვთ. სწორი და არაორდინალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ამ ფონზე "მოლაპარაკე სარეველა" მარგველაშვილი აცხადებს: "ნეგატიურად მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება. ყოფილ პრეზიდენტს არ უნდა დაეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას და პრეზიდენტის ინსტიტუტს".

ქვეყანას შეურაცხყოფას აყენებს ის, რომ ეს არაფრის მაქნისი "პრეზიდენტად" იწოდება", - წერს ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბრძანებას ხელს თავად პრეზიდენტი აწერს.

ამასთან, სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღება იმას ნიშნავს, რომ იგი საქართველოს მოქალაქეობას კარგავს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს