"მე ვინღა ვარ, აღარ ვიცი უკვე" - ირაკლი კაკაბაძე შსს-ს და პროკურატურას მიმართავს

"მე ვინღა ვარ, აღარ ვიცი უკვე" - ირაკლი კაკაბაძე შსს-ს და პროკურატურას მიმართავს

პუბლიცისტი, ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, სადაც "მისი პირადი მონაცემებია".  უჩვეულო აქ არაფერი არ იქნებოდა, რომ არა ID ირაკლი კაკაბაძის ფოტოზე სხვა პიროვნების სახელი და გვარი. კაკაბაზე სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებს და გაყალბებული დოკუმენტის შესახებ გამოძიებას მოითხოვს.

"ჩემი გაყალბებული პირადობის მოწმობა.

სერიოზულად მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას: რა არის ეს?

გუშინ, საჯარო რეესტრში წავაწყდი ჩემი სახის მქონე ჩემი ID ნომერის მქონე დოკუმენტს, რომელიც როგორც ჩანს გაყალბებულია ვაშინგტონის საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლების მიერ 2007-2010 წლებში. მაგრამ დღემდე ჩემი სახით და ნომრით სარგებლობს ვინმე ნიკოლოზ ზელიმხანის ძე ბერიძე - მე ვინღა ვარ აღარ ვიცი უკვე.

ყველაზე ცუდი ის არის რომ ამ ნიკოლოზ ზელიმხანის ძე ბერიძის საშუალებით ალბათ მკვდარ სულებზე ხმებს იძლეოდნენ. მაგრამ აქ სულ სხვა საშიშროება იმალება - დიდი შანსია ეს ადამიანი ახალაიას დროინდელი კუდ-ის აგენტი იყო, რომელიც ან ფულს ათეთრებდა, ან ნარკოტიკებს ზიდავდა ანკი რაიმე სხვა არალეგალურს აკეთებდა - რადგან მას ცოცხალი ადამიანის ID გამოაყენებინეს. მე მოქალაქეობა ოფიციალურად დავტოვე 2007 წლის ნოემბერში და მას მერე ჩემი ID უნდა გაეუქმებინათ. მაგრამ ეს არ მოხდა. პირიქით - ვიღაც უცნობი ტიპის სახელი დამარქვეს და ჩემს დოკუმენტს იყენებდნენ.

ამის შესახებ უნდა დაიწყოს საფუძვლიანი გამოძიება.

გუშინ საჯარო რეესტრში მათი წარმომადგენელი საფუძვლიანად დაიბნა და ბოლოს მე "ბატონი ნიკოლოზიც" მიწოდა.

სასაცილოა ნამდვილად სატირალი რომ არ იყოს.

რას შვრება ჩვენი ეგრეთწოდებული "სამართალდამცავი ორგანოები"?

რას შვრება საკონსულო დეპარტამენტი ვაშინგტონში?

მე ვაპირებ წასვლას ყველა შესაბამის სამსახურში და პასუხი უნდა მოვთხოვო ყველა ამ სიცრუეში ჩარეულ "ორგანოებს", - წერს კაკაბაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს