ემოციური კადრები: ჯო ბაიდენი სიმსივნით დაღუპულ შვილს ემშვიდობება

ემოციური კადრები: ჯო ბაიდენი სიმსივნით დაღუპულ შვილს ემშვიდობება

ათასობით ადამიანი შეიკრიბა დელავერში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილისთვის, ბო ბაიდენისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. უმცროსი ბაიდენი 46 წლის ასაკში ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა.

თუმცა ეს არ იყო პირველი ტრაგედია, რომელიც ბაიდენების ოჯახს ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე დაატყდა თავს. 1972 წლის დეკემბერში, ერთი თვის შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი სენატში აირჩიეს, პოლიტიკოსმა მიიღო შეტყობინება, რომ ავტოავარიის შედეგად მისი მეუღლე ნეილია და 13 თვის ქალიშვილი ნაომი დაიღუპნენ. ისინი საშობაო ნაძვის ხის საყიდლად მიდიოდნენ, როდესაც ტრაგედია დატრიალდა. ავარიის დროს ავტომობილში მისი 4 წლის ვაჟი - ბო და 3 წლის ჰანტერიც ისხდნენ, თუმცა ისინი გადარჩნენ...

იხილეთ ვიდეო

მეტი ინფორმაციისთვის| ჯო ბაიდენის ოჯახური ტრაგედია - "ძვლებში ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა"

სომხური მედიის ინფორმაციით მთიან ყარაბაღში ორი ფრანგი ჟურნალისტი დაჭრეს

ცოლობაზე ხუთჯერ ნათქვამი უარი და ჯონ და ჯილ ბაიდენების რომანტიკული სიყვარულის ამბავი - ვინ არის ქალი, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის პირველი ლედი გახდეს

ომი ყარაბაღში და პუტინისა და მაკრონის სატელეფონო საუბარი - რაზე შეთანხმდნენ ლიდერები და რა ხდება ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში