მოკლესახელოიანი კაბის ჩაცმის გამო მამამთილმა რძალი, შვილი და 2 წლის ბავშვი სახლიდან გააგდო

მოკლესახელოიანი კაბის ჩაცმის გამო მამამთილმა რძალი, შვილი და 2 წლის ბავშვი სახლიდან გააგდო

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მოკლესახელოიანი კაბის ჩაცმის გამო მამამთილმა რძალი და შვილი, 2 წლის შვილიშვილთან ერთად საცხოვრებელი სახლიდან გააგდო. ოფიციალური ინფორმაციით, შვილი სახლის თანამესაკუთრეა, თუმცა იმის გამო, რომ როგორც თავად ამბობს, მამა მას მოკვლით ემუქრება, სახლში მისვლას ვერ ბედავენ.

"სახლში ვიყავი. მამამთილი მოვიდა და მითხრა, წადით ჩემი სახლიდანო. გამიკვირდა და რომ ვკითხე, რატომ მეთქი, მითხრა, ასე რატომ ჩაიცვიო. ჩემი ქმარი უფლებას მაძლევს, რომ ჩავიცვა. სახლიდან ისე წამოვედი, ბავშვის ტანსაცმელიც კი ვერ წამოვიღე", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სივინჯი უნბეოვამ.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა დახმარებისთვის პოლიციას ხუთი დღის წინ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. ქალი პატარა ბავშვთან ერთად ღამეს მეზობლებთან ათევს, მამაკაცი კი ღია ცის ქვეშ.

"უკვე ერთი კვირაა ქუჩაში ვართ. მე, ჩემი ცოლი და პატარა ბავშვი მყავს - ორი წლის. რა უნდა გავაკეთო ახლა, ვინ უნდა მომეხმაროს? ერთი დღე ერთ მეზობელთან ვარ, მეორე დღეს - მეორე მეზობელთან. ცოდო არ ვართ? სახლი ჩემი აშენებულია და არ შემოგიშვებთ, სანამ ცოცხალი ვარო. სულ დანა უკავია ხელში, რომ მოხვალთ, მოგკლავთო", - ამბობს ვუსალ მამედოვი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა