ჩოხატაურში მამაკაცი დაჭრეს

ჩოხატაურში მამაკაცი დაჭრეს

ჩოხატაურში 42 წლის მამაკაცს ზ.უ-ს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა ჩოხატაურში, ხალხმრავალ ადგილზე, ე.წ. "აკაციებში" მოხდა.

დაჭრილ მამაკაცს კლინიკა "მამქოლში" ოპერაცია უტარდება. ექიმების თქმით, ამ ეტაპზე დაჭრილის მდგომარეობის შეფასება რთულია.

მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა