პრობაციის ეროვნული ბიუროს უფროსი გარდაიცვალა - ირაკლი შოთაძის კომენტარი ბესიკ ცხადაძის თვითმკვლელობის შესახებ

პრობაციის ეროვნული ბიუროს უფროსი გარდაიცვალა - ირაკლი შოთაძის კომენტარი ბესიკ ცხადაძის თვითმკვლელობის შესახებ

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, პრობაციის ეროვნული ბიუროს უფროსის, ბესიკ ცხადაძის საქმეში არსებობს ნიშნები, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას.

როგორც შოთაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, კონკრეტულ მიზეზებსა და მოტივებზე საუბარი შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ჩატარდება ყველა საჭირო გადაუდებელი ღონისძიება.

"ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, თუ რა იყო და რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. პოლიციაში შესული შეტყობინებიდან გამომდინარე გამოძიება დაიწყო თვითმკველობამდე მიყვანის ფაქტზე, შესაბამისად, ნიშნები არსებობს, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკველობას. მიზეზებზე, მოტივებზე და სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ჩატარდება ყველა საჭირო გადაუდებელი ღონისძიება", - განაცხადა შოთაძემ.

თბილისის პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელი ბესიკ ცხადაძე თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ბესიკ ცხადაძეს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ახლობლებმა განუცხადეს, ცხადაძემ ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში გასროლით ჭრილობა დღეს საკუთარ სახლში მიიყენა. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოჯახის ახლობლების ნაწილი კი აცხადებს, რომ მათთვის უცნობია, ეს იყო თვითმკვლელობა თუ შემთხვევით გაუვარდა იარაღი. არსებული ინფორმაციით, ის დღეს იმყოფებოდა სამსახურში და თავის მოვალეობას ჩვეულებისამებრ ასრულებდა.

ახლობლის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული დაჭრილის მეუღლეც, რადგან მომხდარის გამო ის ცუდად გახდა.

ცხადაძის ცხედარი რესპუბლიკური საავადმყოფოდან ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს და ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მოხდება მისი ოჯახში გადასვენება.

თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსის, ბესიკ ცხადაძის მიერ თვითმკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ