"შემიძლია ჩემი ავტოგრაფიც გავუგზავნო" - ირაკლი შოთაძე ირაკლი ალასანიას პასუხობს

"შემიძლია ჩემი ავტოგრაფიც გავუგზავნო" - ირაკლი შოთაძე ირაკლი ალასანიას პასუხობს

ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ირაკლი შოთაძის შესახებ ირაკლი ალასანიას განცხადებას

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ "რეაქციაში" უპასუხა.

"წელიწადნახევარზე მეტია, რაც ამ თანამდებობაზე ვმუშაობ. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი სისხლის სამართლის საქმე იყო, ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა მასემდიის საშუალებით, როგორც ჩემს შესახებ, ასევე გიორგი ბადაშვილის შესახებ. თუმცა მე მინდა მივულოცო ირაკლი ალასანიას, მან რეკორდი დაამყარა - ჩემი სახელი და გვარი პირდაპირ ეთერში ამდენჯერ არასდროს უხსენებიათ. არ ვიცოდი ასეთი პოპულარული თუ ვიყავი მისთვის. მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და შევთავაზო მას, თუ სურს, შემიძლია ჩემი ავტოგრაფიც გავუგზავნო", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ე.წ. კაბელების საქმეს, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის თქმით, სასამართლომ დღეს მათი მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულება ცნო დაუშვებლად მაშინ, როცა საქმეში მტკიცებულებების სახით 21 ტომი დევს.

"რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო განხილვას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასასამართლო სხდომა. არ ვიცი რატომ ხდება ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება და არის თუ არა ეს მიზანმიმართული პიარი, მაგრამ მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ დღეს სასამარლომ დაუშვებლად ცნო საქართველოს პროკურატურის ერთადერთი მტკიცებულება, ისიც ნაწილობრივ. საუბარია ერთ-ერთ ექსპერტიზის დასკვნაზე. ამავდროულად მინდა საზოგადოებას ისიც ვაცნობო, რომ დაუშვებლად იქნა ცნობილი დაცვის მხარის მტკიცებულებებიც. არსებობს შესაბამისი პროცედურები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების და ჩვენ ამით აუცილებლად ვისარგებლებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული.

რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, საქმე შედგება 21 ტომისგან და ის არის სრულად პროკურატურის მიერ შეგროვილი მტკიცებულებები, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ უწყებას სხვა მტკიცებულებები არ გააჩნია, არის უბრალოდ აბსურდული.

როგორც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, შემიძლია განვაცხადო, ვიცნობ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ძალიან კარგად. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი არის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, ნურავის ექნება მოლოდინი, რომ თავს აარიდებს პასუხისმგებლობას და შერჩება ხალხისთვის მოპარული საბიუჯეტო თანხები. ეს მუქარა არ არის. ეს არის ფაქტის კონსტატირება. ეს არის ჩვენი გეგმა ამ საქმეზე და მას მივიყვანთ ბოლომდე", - აღნიშნა შოთაძემ, რომლის ინფორმაციითაც, პროკურატურას ე.წ. კაბელების საქმეზე ერთ-ერთი მტკიცებულების სახით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა აქვს.

იხილეთ ასევე: "შოთაძე პასუხს აგებს..." - რის სანაცვლოდ დაპირდა ივანიშვილი მთავარ პროკურორობას ირაკლი შოთაძეს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."