ყატარის პირველი ლედი და სპარსეთის ყურის "რუხი კარდინალი" შეიხი მოზა თბილისს ეწვია

ყატარის პირველი ლედი და სპარსეთის ყურის "რუხი კარდინალი" შეიხი მოზა თბილისს ეწვია

როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, შეიხი მოზა, რომელიც სპარსეთის ყურის "რუხი კარდინალის" სახელითაა ცნობილი, არაოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.

ყატარის პირველი ლედი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი, თბილისში ერევნიდან ჩამოვიდა, სადაც ცნობილ დიზაინერთან, ულიანა სერგეენკოსთან და ბიზნეს პარტნიორთან, ფლორა ბურიმსკისთან ერთად, საკუთარ კავკასიურ მოგზაურობას დაუდო სათავე.

თბილისსში მისმა უდიდებულესობამ რუს მეგობრებთან ერთად, ძველი ქუჩები და ანტიკვარული მაღაზიები მოინახულა, ასევე, დაინტერესდა ქართული ეროვნული ტანისამოსითა და სუვენირებით.

შეგახსენებთ, რომ ეს, მოზა ბინტ ნასერის პირველი ვიზიტია საქართველოში. უცნობია, რამდენ ხანს დაჰყოფს იგი დედაქალაქში. თუმცა, ცნობილია, რომ იგი საქართველოში თანხის ინვესტირებას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ყატარის ყოფილმა ემირმა თავის მეორე ცოლს ნება მისცა, არა მარტო ფარანჯა მოეხსნა, არამედ ჩარეულიყო სახელმწიფო საქმეებშიც. შეიხი მოზა ბინტ ნასერ ალ-მისენდი - ყატარის მესამე ემირის, შეიხ აჰმად ბენ კალიფა-ალ-ტანის სამიდან მეორე ცოლია, შვიდი შვილის დედა, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ლედი და რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

იხილეთ|ვინ არის შეიხი მოზა, რომელიც საქართველოს საიდუმლო ვიზიტით ეწვია

იხილეთ ასევე|არაბული სამყაროს ყველაზე გავლენიანი ქალი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია