"ვინ მოგვერევა მე და შაქრო კალაშოვს?" - გოგა ხაჩიძე და "ბლანჟიანთა კოჰორტა"

"ვინ მოგვერევა მე და შაქრო კალაშოვს?" - გოგა ხაჩიძე და "ბლანჟიანთა კოჰორტა"

შაბათის "ინტერნეტპალიტრის" სტუმარია გოგა ხაჩიძე, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობოთ გამოირჩევა. დეპუტატმა ფეისბუქის ერთ-ერთ ბოლო პოსტში "ბლანჟიანების ფოტოკოლაჟი" გამოაქვეყნა, სადაც მასთან ერთად, ასევე ბლანჟიანი ნიკა გვარამია და შაქრო კალაშოვი არიან.

წამყვანის შენიშვნაზე, რომ საკმაოდ საინტერესო ბლანჟიანი სამეული შედგა. ხაჩიძემ ჩვეული იუმორით უპასუხა: "ეს ჯერ მე ვიყავი და კალაშოვი მერე შემოგვემატა. მერე გვარამია. კალაშოვის გამოჩენამ ამ ბლანჟიან კოჰორტაში "დაფილტრა" კომენტარები ვინ მოგვერევა მე და კალაშოვს ერთად... ის ხალხს ვინც თვლის, რომ ქალივით ბლანჟე მომიშვია, ჩააგდებინა ენა შაქრო კალაშოვის ბლანჟემ. ბლანჟე ქურდული გახდა...

ხაჩიძე აქვე აღნიშნავს, რომ რეალურად სულაც არ აქცევს ყურადღებას წვერს და ბლანჟეს. როგორც განმარტა, არასდროს უცდია წვერის გაზრდა.

"ერთხელ ვთქვი, თუ ბიძინა წავიდოდა, ბლანჟეს მოვიპარსავდი, წავიდა და შევასრულე კიდეც" - დასძინა ხაჩიძემ.

"ლამბერების რა გითხრათ, მაგრამ ფაქტია, რომ ბლანჟიანებიც ვმრავლდებით და ვძლიერდებით.

ვინ მოგვერევა მე, შაქრო კალაშოვს და ნიკა გვარამიას?!...

(კომენტარები გაფილტრეთ, შარში არ გაეხვიოთ"- დაწერა სოციალურ ქსელში ხაჩიძემ.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს