"მზის ფესტივალზე" საქართველოს პირველ ლედის მაკა ჩიჩუას საინტერესო სამკერდე ნიშანი ეკეთა - მხიარული მზე, ხელით ნაქსოვი და დახვეწილი. ამ ნიშანმა ბევრი ყურადღება მიიპყრო. მისი ავტორი ახალგაზრდა მოდელიერ-დიზაინერი ანა უთურგაიძეა. სხვათა შორის, ანა დღეს ახალგახსნილი "ბიბლუს ქიდსის" ანიმატორია. ნაქსოვი თოჯინების შექმნა თავისი შვილებისთვის დაიწყო, დღეს კი საკმაოდ ბევრი შეკვეთა აქვს და მისი ნამუშევარი ქვეყნის პირველ ქალბატონსაც ამშვენებს.
თუ როგორ აღმოჩნდა მაკა ჩიჩუასთან ეს გულსაბნევი, ამაზე ანა ამბობს, რომ "მზის ფესტივალისთვის" დაუკვეთეს რამდენიმე გულსაბნევის შექმნა და როგორც ჩანს, ორგანიზატორებისგან მოხვდა ქალბატონ მაკასთან.
- ეს ნამუშევარი ყაისნაღითაა ნაქსოვი, სიმაგრისთვის მუყაო აქვს დატანებული და სინთეტიკური ბამბით არის ამოვსებული. ორგანიზატორებმა 10 ცალი დამიკვეთეს. რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი მოქსოვილი "მზე" პირველ ლედის დაამშვენებდა.
განაგრძეთ კითხვა