"ეგებ კლასი შეინარჩუნო, ყოფილი თანაგუნდელებისთვის თითის ტიკებისას" - თამარ ჩეგოლეიშვილი გოგა ხაჩიძეს დაუპირისპირდა

"ეგებ კლასი შეინარჩუნო, ყოფილი თანაგუნდელებისთვის თითის ტიკებისას" - თამარ ჩეგოლეიშვილი გოგა ხაჩიძეს დაუპირისპირდა

რამდენიმე დღის წინ, გოგა ხაჩიძემ ყოფილი თანაპარტიელები ინიციტივის მოპარვაში დაადანაშაულა. საქმე ეხება, მოგების გადასახადის გაუქმებისა და დივიდენდის დაბეგვრის ახალი წესის შემოღების ინიციატივას, რომელიც ხაჩიძის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობა მის გუნდს მოპარა.

"იმ დღეს 4 ივნისი იყო - დღეს 6 ივნისია.

8 ივნისს ზურაბ ჯაფარიძე გამართავს აღნიშნული ინიციატივის დეტალურ პრეზენტაციას, რომლის განმეორებით ნახვას (უკვე სხვა ოფისში) შეძლებთ 10 ივლისს.

რაც უფრო მეტი მომხრე და მიმდევარი გამოუჩნდება აღნიშნულ ინიციატივას, მით უკეთესი", - წერდა ხაჩიძე.

ამასთან დაკავშირებით, თამარ ჩერგოლეიშვილმა დეპუტატს "კლასის შეინარჩუნებისკენ" მოუწოდა:

თამარ ჩეგოლეიშვილი - აი რა cheap-ობაა ახლა ეს. ტეხავს.

შენ, გოგი მელაძე და პალიკო სად იყავით არ ვიცი, მაგრამ მე იქ ვიყავი, როდესაც ნაციონალური მოძრაობა თანამოაზრეებთან ერთად ამ ინიციატივებს წერდა - სხვაგანაც და ზურა ჭიაბერაშვილის სახლშიც - შინდისში. როგორ ფიქრობ, რადგან ზურა ჯაფარიძე გადახტა, ამიტომ გადაიფიქრებდნენ ამ პროგრამის წარდგენას, თუ რაშია საქმე?

ეგებ კლასი შეინარჩუნო, ყოფილი თანაგუნდელებისთვის თითის ტიკებისას.

გოგა ხაჩიძე - ვიმეორებ: "რაც უფრო მეტი მომხრე და მიმდევარი გამოუჩნდება აღნიშნულ ინიციატივას, მით უკეთესი"

სხვა დანარჩენი მშრალი ფაქტებია.

ყოფილ თანაგუნდელებთან მიმართებაში კლასის შენარჩუნებას რაც შეეხება - შენს ადგილზე, მაგ პრობლემაზე უფრო ახლო-მახლო დავინტერესდებოდი თამარა.

თამარ ჩერგოლეიშვილი - "მომხრე და მიმდევარი"? really? თუ თანაავტორი? თუ სიტყვების მნიშვნელობა არ გესმის?

რაც შეეხება ახლო მახლო "კლასის შენარჩუნების პრობლემით" ჩემს დაინტერესებას - მორიგი cheap-ობაა შენი მხრიდან ჩემთვის (ვიმეორებ - ჩემთვის) ამის თქმა.

შენგან განსხვავებით მე ავტორიტეტების გაბრაზების არ მეშინია, გარკვეულწილად მოთოკვის უნარი მაქვს და არ გავრბივარ ხოლმე ხელებჩამოყრილი "ბრძოლის ველიდან"

დანარჩენი ჩვენს საერთო მეგობრებს გამოკითხე - ესწრებოდნენ თქვენთან მოპყრობის ტაქტიკასთან დაკავშირებულ ცხარე კამათს (გარკვეულწილად შედეგიანს) და არ დაგიმალავენ, დარწმუნებული ვარ.

თამარ ჩერგოლეიშვილი - და მე იმაზე არ გეკამათები შენი "ახლო მახლო" ხალხი როგორ იქცევა, იმაზე გეკამათები შენ როგორ იქცევი, პირადად შენ!

გოგა ხაჩიძე - "უპასუხისმგებლოდ & ინფანტილურად"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს