რატომ იზიდავს სოციოპათი პუბლიკას?

რატომ იზიდავს სოციოპათი პუბლიკას?

"გაუჩინარებული ქალი" ქართულად ითარგმნა და გამომცემლობა "პალიტრა L" მას 15 ივნისს გამოსცემს სერიაში "ტოპ თრილერები"

- მას არა აქვს ემოციები! ის მხოლოდ ლოგიკით მოქმედებს და სრულ იგნორირ­ებას უკეთებს სხვების აზრს. მასთან ერთად­ კარგ დროს გაატარებ, მაგრამ მალევე ყველაფრისთვის გადახდა მოგიწევს... მას შეუძლია უმანკო"ღიმილით ადვილად მოგატყ­უოს და მხოლოდ ერთი გამოხედვით თავზ­არი დაგცეს... მთლიანობაში, ქარიზმატული და მიმზიდველია. საუბრისას - ლაღი და სასიამოვნო... განსაზღვრულ დისტანციაზე სრულიად ნორმალური ჩანს. მას არასოდეს ქენჯნის სინდისი და არც დანაშაულის შეგ­რძნება აქვს. სოციუმი მისთვის მხოლოდ და მხოლოდ თოჯინების ჯგუფია, რომელთ­ანაც უნდა ითამაშოს სპექტაკლი და თვითონ­ იყოს მთავარ როლში­. ინტერაქტიული ემოციების აბსოლუტურ უქონლობას ინტელექტი და რაციონალურობა უცვლის. ნებისმიერ შესაძლო სიტუაციაში ატყუებს ყველას. არ ეტყობა დეფექტი საუბრისა და მსჯელობისას. დეფექტი მხოლოდ მის საქციელში გამოიხატება: არ შეუძლია წესრიგის დაცვა, სხვების უფლებ­ების პატივისცემა, ერთი სიტყვით, ის სოცი­ალურად საზიანოა! ...და როდესაც შენ აღარ იქნები მისი ინტერესის საგანი, ერთიანად გამოგ­ფიტავს, დიდი ხნით წაგართმევს სიმშვიდესა და თავდაჯერებულ­ობას. შენ გახდები უფრო სევდიანი და დიდხანს იფიქრებ­ იმაზე, რა მოხდა და სად დაუშვი შეცდომა...

ასეთი ადამიანები ყოველთვის იყვნენ და ახლაც არიან. ძველად, ზოგიერთი კონკრეტ­ული სახის ქცევის დარღვევას მორალურ აშლილობას ან მორალურ იდიოტიზმს უწო­დ­ებდნენ. ამგვარი ქცევის მქონე ადამ­იანებს მკურნალმა ექიმებმა ფსიქოპათები შეარქვეს, მაგრამ შემდგომში ეს ტერმინი უფრო ზუსტმა განსაზღვრებამ "- სოციოპათმა ჩაანაცვლა.

ასეთი ტიპის წარმოდგენა მარტივად შეიძლება, რადგან გასართობი წიგნები და ფილმები სავსეა სოციოპათი გმირებით. რომანის წარმატებისთვის საკმარისია, მთავ­არი გმირი სოციოპათი იყოს. საინტერ­ე­სოა, რატომ იზიდავს ასე ძალიან ეს ტიპაჟი­ პუბლიკას?

ემოციების უქონლობა სოციოპათს უშიშარს ხდის. ის ყოველთვის მზად არის რისკისთვის. უკიდურესად თავდაჯერებული და ქარიზმატულია. უსაფრთხო დისტანციიდან ასეთი პიროვნება ფსიქიკურად აშლილი კი არა, ძლიერი ხასიათის გეჩვენება.

როგორც უკვე გითხარით, სოციოპათ­ებზე არაერთი ცნობილი წიგნი დაწერილა და არაერთი ფილმი გადაღებულა. მაგალ­ითად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული "გოგონა დრაკონის ტატუთი" გახლავთ, რომელიც ტრილოგია "მილენიუმის" ეკრანი­ზაციაა. "მილენიუმი" 10 მილიონზე მეტი ტირაჟით არის დაბეჭდილი. ის მსოფლიო მასშტაბით ყველაზე სენსაციურ გამოცემად­ დასახელდა. წიგნი თითქმის 40 ენაზე ითარგმნა. ეკრანიზაციის უფლება კვენტინ ტარანტინომ იყიდა...

...ქორწინების მეხუთე წელს ნიკ დანი გად­აწყვეტს, სუფთა ჰაერზე გაისეირნოს და თავისი ოჯახის მომავალზე დაფიქრდეს,­ შინ დაბრუნებული კი სახლს არეულ-დარეულს და ცოლს, ემის გაუჩინარებულს აღმოაჩ­ენს. პოლიცია გამოძიებას იწყებს და ნიკის კოშმ­არიც იწყება... დღითი დღე იზრდება ფაქტების რაოდენობა, რომლებიც ნიკის დანაშაულში მხილებას მიუთითებს. ფილმის "გაუჩინარებული ქალი" რეჟისორი დევიდ ფინჩერი გახლავთ. ეს არ არის უბრალოდ დეტექტივი, როგორიც დასაწყისში გვეჩვენება, ეს ერთდროულად სატირული დრამაცაა, კრიმინალური თრილერიც და გარკვეულწილად, რომანტიკული კომედიაც.

ფინჩერი დეტალების ოსტატია, რასაც ამ ფილმში კიდევ ერთხელ ადასტურებს. "გაუჩ­ინარებულ ქალში" ყველაზე საინტერესო მოვლენები ვითარდება მაშინ, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად მოელი...

საუბარი გილიან ფლინის წიგნის ეკრან­იზაციაზეა. "გაუჩინარებული ქალის" ავტორი მრავალი ლიტერატურული პრემი­ის ლაურეატია. მისი ნაწარმოებები 28 ქვეყ­ანაში გამოიცა. ორი წელი მსოფლიოს მასშტაბით""ტოპ-10"-დან არ ჩამოსულა. ეს არის ბოლო წლების წიგნების აბსოლუტური სენსაცია! ახლა ეს ნაწარმოები ქართულად ითარგმნა და გამომცემლობა "პალიტრა L" მას 15 ივნისს გამოსცემს სერ­იაში "ტოპ თრილერები".

ზოგის აზრით, სოციოპათი კაცო­ბრიობი­ს სხვა ტიპია; ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია­ სოციალური ემოციები, გაცილებით ადვი­ლად ეგუება პროგრესს და ყველაზე გლობ­ალურ ცვლილებებს. საზოგადოების ნაწილს სჯერა, რომ დადგება ე.წ. მოქნილი­ მარტოხელების ცივილიზაცია - ჯეიმზ ბონდების, ოსტაპ ბენდერების საზოგადოება... თითქოს ამისკენ მიემართება სოციუმი. თუ ელიტის წრეებში, პოლიტიკაში, შოუბიზნესში სოციოპათები იქნებიან ლიდერები, ბუნებრივია, საზოგადოება ეცდება, მიჰბაძოს მათ. მაგრამ, ჩვენ არ უნდა დაგვავ­იწყდეს ის, რომ სოციოპათია დასავლური­ ცივილიზაციის მონაპოვარი არ არის, ეს უბრალოდ ხასიათის სახეა. ესკიმოსების ენაში არსებობს სიტყვა "კუნლანგეტა". ასე ეძახიან ადამიანს, რომელიც გამუდმებით იტყუება, ქურდობს, ძალადობს ქალებზე, თაღლითობს. არ აქცევს ყურადღებას წესებს და ხშირად სასჯელს იმსახურებს. კითხვაზე: რა ბედი ეწევათ ასეთ კუნლანგე­ტებს, ესკიმოსები პასუხობენ: "ვიღაც, სანამ ვერავინ ხედავს, მას ყინულიდან წყალში გადააგდებს".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს