კომედია გორში - ჟიგულის მარკის ავტომანქანა გაძარცვეს

კომედია გორში - ჟიგულის მარკის ავტომანქანა გაძარცვეს

გორში "ჟიგულის" მარკის ავტომანქანა იმ დროს გაძარცვეს, როდესაც გორის თეატრში კომედიის ფესტივალი სრულდებოდა. მანქანიდან წაღებულია აკუმულატორი.

ავტომანქანის მფლობელი ფესტივალის სტუმარი, მესხეთის თეატრის დელეგაციის წევრი იყო. ის იძულებული გახდა, გორში ახლობლებთან დარჩენილიყო. პატრულს ძარცვის შესახებ ფესტივალის ხელმძღვანელმა შეატყობინა.

"რა საჭიროა ამ ამბის გახმაურება? ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე გეუბნებით. ამხელა ფესტივალი იმართება ქალაქში და საღადაო უნდა გახადოთ?" - განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა