საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიორგი კანდელაკი გაქურდეს. ამის შესახებ კანდელაკმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.
"დღეს მანქანიდან ჩანთა ამომაცალეს კომპიუტერით და საბუთებით. ვეკიდები გაგებით კრიმინალის შემცირების ამ უტყუარ ფაქტს", - წერს გიორგი კანდელაკი.