სასაფლაოზე მცხოვრები ალავიძეები დახმარებას ითხოვენ

სასაფლაოზე მცხოვრები ალავიძეები დახმარებას ითხოვენ

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარჯამში მცხოვრები ეთერ ალავიძე ორ შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი. ხის სახლში, რომელიც სოფლის სასაფლაოზე აქვთ, დაზიანებული სახურავის გამო წყალი ჩადის და ცხოვრება შეუძლებელია. ოჯახი დროებით ნათესავთან ცხოვრობს.

ალავიძეები დახმარებას ადგილობრივ თვითმმართველობას და მხარის გუბერნატორს, აკაკი მაჭუტაძეს სთხოვენ.

"ყურადღებას არავინ გვაქცევს. ვიდრე არჩევნები ჩატარდებოდა, ყოველდღე მოდიოდნენ ხმები რომ წაეღოთ, ახლა არავის ვახსოვართ. უკიდურეს გაჭირვებაში ვართ", - ამბობს ოჯახის დიასახლისი ეთერ ალავიძე.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ეთერ ალავიძემ დახმარების თხოვნით გუბერნატორს გასული წლის მაისში მიმართა და ოჯახს დახმარება გაეწია.

ეთერ ალავიძე დახმარების მიღებას ადასტურებს და ამბობს, რომ გაჭირვების გამო სახლის გადასახურად გამოყოფილი თუნუქი გაყიდა.

"ჩემს შვილს ხერხემალზე რთული ოპერაცია გავუკეთეთ ღუდუშაურში. რეაბილიტაციისთვის თბილისში ჩასვლა ხშირად გვიწევდა, რადგან თანხა არ მქონდა, იძულებული გავხდი გამეყიდა", - ამბობს იგი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა