ჭარბი წონა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ადამიანები, გასახდომად, ათასგვარ დიეტას მიმართავენ. ზოგიერთის შემთხვევაში დიეტა ამართლებს, ზოგიც შედეგს სპორტული აქტივობითა და ვარჯიშით აღწევს.
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ წონაში საგრძნობლად აქვს დაკლებული. ფოტოს უამრავი მოწონება და კომენტარი აქვს. ნანუკას მეგობრები ამხნევებენ და აქებენ.
"რაც უფრო ნაკლებია წონა, მით უფრო მეტია ბედნიერების შეგრძნება:)", - წერს ნანუკა ფოტოს აღწერაში.
როგორც თავად ტელეწამყვანი წერს, შარშან ამ დროს 24 კილოთი მეტი იყო, თუმცა გაჩერებას არ აპირებს და სურს კიდევ 9 კილო დაიკლოს.