აწყურში ოჯახური კონფლიქტი თვითმკვლელობით დასრულდა - მამაკაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა

აწყურში ოჯახური კონფლიქტი თვითმკვლელობით დასრულდა - მამაკაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის შემდეგ, მამაკაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. 1971 წელს დაბადებულ გ.კ-ს ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა 9 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა.

ფაქტი ტელეკომპანია "მე-9 არხს" აწყურის თემის რწმუნებულმა ელგუჯა ჯვარიძემ დაუდასტურა. გარდაცვლილის მეზობლების თქმით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ბოლო 1 კვირის განმავლობაში სისტემატურად ხდებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: ახალციხის "მეცხრე არხი"

"მე-9 არხი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა