"ერთი თვეა უცხოეთიდან გინებით მიკლებენ" - ემიგრანტებზე პოსტის გამო სკანდალში გახვეული ქეთი დოლიძე კრიტიკოსებს პასუხობს

"ერთი თვეა უცხოეთიდან გინებით მიკლებენ" - ემიგრანტებზე პოსტის გამო სკანდალში გახვეული ქეთი დოლიძე კრიტიკოსებს პასუხობს

იხილეთ ასევე: "იცით რას ნიშნავს, როცა 5 წლის მძინარე შვილს აკანკალებული კოცნი შუბლზე და გინდა, ეს წამი დიდ ხანს გაგრძელდეს?!" - ემიგრანტის პასუხი ქეთი დოლიძეს, რომელსაც უემოციოდ ვერ წაიკითხავთ

ემიგრანტ ანა გაგუნაშვილის წერილს, რომელშიც მან რეჟისორ ქეთი დოლიძის ემიგრანტებისადმი მიმართვას უპასუხა, სოციალურ ქსელებში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. სტატიების კომენტარებში თუ "ფეისბუქზე" ქეთი დოლიძის მისამართით არაერთი კრიტიკული კომენტარი დაიწერა. რეჟისორი კრიტიკოსების "ფეისბუქის" პირად გვერდზე ახალი პოსტით პასუხობს.

"დანაშაულის შემადგენლობა" = 0!!!!!!!

თუ საქართველოში ზოგიერთებმა კითხვა ვერ ისწავლეს, აზრის გამოტანა და მითუმეტეს მსჯელობა, ეს ჩემი დანაშაულია?

1. თუ გული მტკივა და მინდა ყველა ქართველი დაბრუნდეს თავის ქვეყანაში (რაც მესმის, რომ უტოპიაა), ამაში დანაშაულს სად ხედავთ?

2. თითქმის მთელი ევროპის ქვეყნების დიასპორები მოვიარე 2 წლის წინ და ყოველთვის ჩვენ თანამოქალაქეებს სიყვარულით და სიხარულით ვხვდები და ასევე ისინიც - ამაში დანაშაულს სად ხედავთ?

3. ლატვია, პოლონეთი და ბევრი სხვა ქვეყანა განიცდის თავისი მოქალაქეების გადინებას, და თუ მე მენანება ჩვენი მილიონ ნახევარი მოქალაქე, ამაში დანაშაულს სად ხედავთ?

4. იხილეთ ჩემი სპექტაკლი ათონელის თეატრში "დილა მშვიდობისა 100 დოლარიანო" და მერე ვილაპარაკოთ! მსახიობებმა და ავტორებმა თეატრთან ერთად ძეგლი დაუდგეს თავისი ოჯახებისთვის თავგადაკლულ ქალბატონებს! - ამაში დანაშაულს სად ხედავთ?

5. ის რომ ჩემმა მეგობარმა მარინა კევლიშვილმა ოკეანის გადაღმიდან გაზარდა ტელეფონის და მერე სკაიპის მეშვეობით თავისი შვილი, რომლის დატოვებაც 8 თვის ასაკში მოუხდა, ამაზე გული რომ მეკუმშება - ამაში დანაშაულს სად ხედავთ?

6. ჩვენი სპექტაკლის მერე, პარიზში რომ ადამიანები ცრემლად იღვრებოდნენ და ერთმანეთს ვეფერებოდით - ამაში დანაშაულს სად ხედავთ?

არავისგან ბრალდებას და შეურაცყოფას არ ავიტან და ბოდიში არავისთან მაქვს მოსახდელი...

ერთი თვეა, სწორედ უცხოეთიდან გინებით მიკლებენ სრულიად დაუმსახურებლად ის ადამიანები, რომლების რაღაც შეთხზული სახელებით არიან "ფეისბუკში" და უმთავრესად ივანიშვილს ებრძვიან.

მხოლოდ ამ ადამიანებს ვეკითხები და მხოლოდ ამ კატეგორიას ვპასუხობ: რატომ არ დაბრუნდით მიშას დროს? ეს არის და ეს!

ასე რომ ნუ ამახინჯებთ ჩემს სიტყვებს!!!!!!! უაზრო ვაი "პარაფსიქოლოგებმა" კი თავის თავს მიხედონ!", - ქეთი დოლიძე.

იხილეთ ასევე: "იცით რას ნიშნავს, როცა 5 წლის მძინარე შვილს აკანკალებული კოცნი შუბლზე და გინდა, ეს წამი დიდ ხანს გაგრძელდეს?!" - ემიგრანტის პასუხი ქეთი დოლიძეს, რომელსაც უემოციოდ ვერ წაიკითხავთ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს