სეტყვამ წნისში ნათესების და ხეხილის 70% გაანადგურა

სეტყვამ წნისში ნათესების და ხეხილის 70% გაანადგურა

11 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ხეხილი გაანადგურა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქია 20-30 წუთი გაგრძელდა და მსხვილი სეტყვა მოდიოდა.

ერთ-ერთი ადგილობრივის დათო კახიშვილის თქმით, სოფელში მოსავლის 70 პროცენტია განადგურებული.

"თუ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ერთი ტონა კარტოფილი უნდა მიმეღო, ახლა 300 კილოს მივიღებ. ასევეა ხეხილიც და ვაზიც", - ამბობს კახიშვილი.

სოფელ წნისში მცხოვრები თამარ გელაშვილი ამბობს, რომ ოჯახის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა და სტიქიის გამო, კრედიტებით შეძენილი სათესლე მასალა წყალში ჩაეყარათ. მას სეტყვამ ნათესების გარდა, სახლის სახურავიც დაუზიანა.

"ყველაფერი გაფუჭდა, კაკალი სულ ჩამოყარა, კიტრი ახალი ამოსული იყო და სულ წალეკა. ვენახიც განადგურდა, თითქმის 70 პროცენტი გაფუჭებულია", - ამბობს თამარ გელაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.

დასეტყვილი სოფლის ამსახველ ფოტოებს "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

წყარო: sknews.ge

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა