პირველად ისტორიაში, პორნოფილმს კოსმოსში გადაიღებენ

პირველად ისტორიაში, პორნოფილმს კოსმოსში გადაიღებენ

მომავალ წელს ფილმის მოყვარულებს საშუალება მიეცემათ, იხილონ ისტორიაში პირველი პორნოგრაფიული ფილმი, რომელიც კოსმოსში იქნება გადაღებული. ეს ამბიციური იდეა ”პორნჰაბმს” ეკუთვნის. როგორც მედიისთვის ცნობილი გახდა, მთავარ როლებს ამ უჩვეულო სურათში ევა ლოვია და ჯონი სინსი შეასრულებენ.

იმისათვის, რომ კოსმოსურ პორნოში მიიღონ მონაწილეობა, მსახიობებს მრავალი მოსამზადებელი სამუშაოს გავლა მოუწევთ. მათ მოუწევთ ექვსი თვის განმავლობაში იარონ სპეციალურ კურსებზე და შეასრულონ საწვრთნელი პროგრამა.

ფილმის გადაღებები დედამიწასთან ახლოს მდებარე ორბიტაზე გაიმართება. ამ უნიკალური სურათის ბიუჯეტი შემქმნელებმა 3,4 მილიონი ამერიკული დოლარით შეაფასეს. იმისათვის, რომ ეს თანხა მიიღონ, სტუდია ”პორნჰაბის” პროდუსერებმა ფულის შეგროვება დაიწყეს ე. წ. ”ქრაუდფანდინგით”, რაც გულისხმობს ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს.

ფილმის შემქმნელები დარწუნებულნი არიან, რომ საკმარის თანხას მოაგროვებენ, რადგან ადამიანებს მთელს პლანეტაზე უკვე დიდი ხანია აწუხებთ კითხვა, თუ როგორია სექსი კოსმოსში. იმისათვის, რომ კიდევ უფრო მოიზიდონ მაყურებლის ფინანსები, შემქმნელები ყველაზე მსხვილ ინვესტორებს პირდებიან, რომ სცენარის დაწერაში მიაღებინებენ მონაწილეობას.

მომზადებულია metronews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს