პოლიტიკურად მართულმა მედიამ ჩემი განცხადება დაამახინჯა - გუგული მაღრაძის განმარტება

პოლიტიკურად მართულმა მედიამ ჩემი განცხადება დაამახინჯა - გუგული მაღრაძის განმარტება

გუგული მაღრაძის ცნობილმა განცხადებებმა - რომ პროფესიონალი სახლში არ ზის და ვისაც სამსახური უნდა, ის ყოველთვის იშოვის, რომ "მაგარი დონის" სპეციალისტები 2000 დოლარიან საჯარო სამსახურში არ გაჩერდებიან - საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია. ამ თემას გადაცემა "რეაქციაშიც" განიხილავდნენ. პირდაპირ ეთერში ჩაერთო თავად დეპუტატი გუგული მაღრაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მისი განცხადებები პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედიამ დაამახინჯა.

"მთელი რიგი პოლიტიკურად მართული მედიასაშუალებების გამო დამახინჯებულ იქნა ჩემი მოსაზრება და ამოგლეჯილ იქნა კონტექსტიდან. საქმე ისაა, რომ ჩვენ აღარ ვცხოვრობთ საბჭოთა კავშირში. ჩვენ ვცხოვრობთ საბაზრო ეკონომიკის პირობებში და ადამიანები, რომლებიც საპასუხისმგებლო თანმდებობებზე არიან, და მათი გადაწყვეტილების მიღებაზე დამოკიდებულია, სად წავა მილიონობით ლარი, როგორ დაიხარჯება, როგორ მოხდება ქვეყნის განვითარება, ასეთ ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება, რომ მან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველას სასიკეთოდ წაადგება. ამ თვალსაზრისით, როდესაც ადმიანს აქვს მაღალი კვალიფიკაცია, მაღალი დონის მენეჯერია, მაღალი დონის ფინანსისტია და ა.შ. და მუშაობს საჯარო სამსახურში, მას თუ არ ექნა შესაბამისი ანაზღაურება, არსებობებნ კერძო სტრუქტურები და კონკურენცია, სადაც შეიძლება ის გადავიდეს და საჯარო სამსახურში აღარ დაგვრჩეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: "ჩემი სიძე ძალიან მაღალი კომპეტენციის ფინანსისტია და ცოდოცაა 2000-ლარიან სამსახურში რომ მუშაობს" - გუგული მაღრაძე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."