უმორჩილესად გთხოვთ, თუ სადმე რომელიმე ცხოველს დაინახავთ არ მოკლათ! დაგვირეკეთ პირდაპირ ჩვენ - თბილისის ზოოპარკი განცხადებას ავრცელებს

უმორჩილესად გთხოვთ, თუ სადმე რომელიმე ცხოველს დაინახავთ არ მოკლათ! დაგვირეკეთ პირდაპირ ჩვენ - თბილისის ზოოპარკი განცხადებას ავრცელებს

თბილისის ზოოპარკი განცხადებას აქვეყნებს:

"უმორჩილესად გთხოვთ, თუ სადმე რომელიმე ცხოველს დაინახავთ არ მოკლათ!!!! დაგვირეკეთ პირდაპირ ჩვენ!!! 595333572!!!

ამ დროისთვის ასეთი მდგომარეობაა: ზოოპარკის შესასვლელთან იმყოფებიან ზოოპარკის თანამშრომლები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ზოოპარკის ვეტერინარები ცდილობენ დააძინონ ყველა ცხოველი, რომელსაც წყალში ხედავენ და გამოჰყავთ ზოოპარკის დატბორილი ტერიტორიიდან. უახლოეს ინფორმაციას შეძლებისდაგვარად მოგაწოდებთ" - ნათქვამია თბილისის ზოოპარკის ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ცხოველთა ძირითადი ნაწილი ძლიერი წვიმის შედეგად დახოცილი ან ლიკვიდირებულია.

"მდგომარეობა არის ძალიან რთული. ფაქტობრივად ზოოპარკი აღარ არსებობს. ზოოპარკის ქვედა ნაწილში არსებული ცხოველებიდან ვერც ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გადარჩენილნი არიან მხოლოდ ზოოპარკის ზედა ნაწილში არსებული ჩლიქოსნები, მათ შორის სპილოები, ლეოპარდები და თეთრი ლომები. ქვედა ნაწილის ბინადრები ლომები, ვეფხვები, იაგუარები, მათ შორის პინგვინები დახოცილები არიან. შევძელით მხოლოდ სამი პინგვინის გადარჩენა", - განახცხადა მზია შარაშიძემ.

თბილისის ზოოპარკში გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #ძლიერი წვიმა თბილისში

თბილისის ზოოპარკის საგანგებო განცხადება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს